onlain sesxebi - ყველა

რა არ ვიცით 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე?

რა არ ვიცით 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე?

1. თქვენს სოციალურ სტატუსს მნიშვნელობა აქვს
კემერონ ნეზამის თქმით, ცნობილ ან მდიდარ სტუმარს უფრო დიდი ყურადღებით ეპყრობიან, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. "თუ VIP-პერსონა ან ლოიალური სტუმარი ხართ, მაშინ სასტუმროსთვის დიდი ფასი გაქვთ, ამიტომაც "განსაკუთრებული ყურადრების" სიაში შეგიყვანენ", -წერს კემერონი.

2. ინფორმაციას სტუმრებზე მათ შესახლებამდე იძიებენ
კემერონ ნეზამი ამტკიცებს, რომ მაღალი კლასის სასტუმროები სტუმრებს გუგლიდან იკვლევენ, რათა წარმოდგენა ჰქონდეთ მასზე და სტატუსიც დაადგინონ. თანამდებობაზეა დამოკიდებული ოთახის ხარისხი. მაგალითად, რომელიმე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, უკეთეს ნომერს მიიღებს, ვიდრე რომელიმე ცნობილი კომპანიის უფროსი იურისტი.

3. თქვენი ქცევა მონაცემთა ბაზაში იწერება
"თუ ვინმეს ეცემით, ამას თქვენს პროფილში ჩაწერენ", - ამტკიცებს კემერონი. ასეთი ჩანაწერები საშუალებას აძლევთ სტუმრის მომავალი ქცევები განსაზღვრონ.

4. მომსახურე პერსონალი ვერ შემოვა თქვენს ნომერში, თუ დაკიდეთ ნიშანი "არ შემაწუხოთ"
თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, საქმე შესაძლოა სასამართლომდეც კი მივიდეს.

5. ცნობილი ვარსკვლავები უფასო ნომრებს იღებენ
ვარსკვლავი წერს სასტუმროს შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე და უფასოდ იღებს ყოველგვარ მომსახურებას.

6. სასტუმრო ღალატს დაფარავს
ადამიანი შეიძლება ერთ დღეს მეგობართან ერთად ჩამოვიდეს, მეორე დღეს კი - საკუთარ ოჯახთან ერთად. კემერონი ამტკიცებს, რომ პერსონალი მაქსიმალურად ეცდება, რომ არავინ ილაპარაკოს.

7. საჩუქრები ყურადღებას იზიდავენ
ერთი საჩუქარი სასტუმროს თანამშრომელს, და თქვენ უკვე ავტომატურად იგრძნობთ თავს უფრო მყუდროდ.

8. თუ ვინმე სასტუმროში დაიღუპა, თქვენ ამის შესახებ ვერ გაიგებთ
სტივენ სერვ დეის თქმით, ხალხი ხშირად კვდება სასტუმროებში - და პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამაზე სხვა სტუმრებმა არაფერი გაიგონ. სასტუმროებში უმეტესად კვდებიან ნარკოტიკების დოზის გადამეტებით ან თვითმკვლელობით.

ონლაინ სესხებით სარგებლობისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას გვთავაზობენ ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიები, რათა შეიქმნას საერთო სურათი და მარტივი იყოს ჩვენთვის ყველაზე რელევანტური ვარიანტის ამორჩევა. მომე.ჯი-ზე თქვენ ნახავთ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ონლაინ კრედიტს და შეძლებთ მათ შედარებას სხვადსახვა მნიშნელოვანი ფაქტორის მიხედვით. ეს კი მოგცემთ საშუალებას მაქსიმალური აკურატულობით შეარჩიოთ onlain sesxebi, რომელიც ყველაზე ნაკლებ დანახარჯიანი იქნება. ჩვენს საიტზე ასევე შეძლებთ ავტო და იპოთეკური კრედიტების ამორჩევას. მომე-ს ბლოგზე ნახავთ პოსტებს, რომლებიც უფრო ეეფქტურად სესხებასა და სწორი ონლაინ კრედიტის შერჩევის მეთოდებს ეხება. თუ დახმარება დაგჭირდათ, დაგვიკავშირდით საიტზე არსებული ონლაინ მხარდაჭრის ფორმის ან მეილის საშუალებით.

წყარო: sravni.ru