onlain sesxebi - ყველა

არქეოლოგთა უახლესი აღმოჩენები

არქეოლოგთა უახლესი აღმოჩენები

1. კეისარის მკვლელობის ადგილი
კლასიკური ანტიკური ტექსტების წყალობით ისტორიკოსებმა ზუსტად იციან, რომ გაიუს იულიუს კეისარი შეთქმულებმა პომპეის კურიაში - ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც სენატის სხდომები მიმდინარეობდა, მოკლეს. ამ ადგილას დიდი ხანია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

მხოლოდ 2012 წელს დაადგინა ესპანელმა არქეოლოგმა ანტონიო მონტეროსომ კეისარის მკვლელობის ზუსტი ადგილი.

2. მამონტის სისხლი
2013 წელს რუსმა მეცნიერებმა ციმბირში მდედრი მამონტის ლეში აღმოაჩინეს. მოგვეჩვენებოდა, რომ იპოვეს და იპოვეს, მერე რა.

მოცემული ნიმუში გამოირჩევა მასზე შერჩენილი რბილი ქსოვილითა და თხევადი სისხლით. ეს დიდი დახმარება იქნება მამონტის გენომის კვლევის პროცესში, ზოგიერთმა მეცნიერმა კი პრეისტორიულ ცხოველთა კლონირება შემოგვთავაზეს.

3. აკვედუკი რომის მეტროს ქვეშ
დიდი ისტორიის მქონე მეგაპოლისებში არც ისე იშვიათად პოულობენ არქეოლოგიურ ძეგლებს სახლების შენებისა და ინჟინერული სამუშაოებისას. 2017 წელს რომში, მეტროს ახალ ხაზზე აღმოაჩინეს ძველი აკვედუკი, რომელიც 2300 წელზე მეტს ითვლის.

4. ვეზუვის ამოფრქვევისას დაღუპული ცხენი
პომპეის გათხერიბს დროს არქეოლოგებმა ცხენის ნარჩენები აღმოაჩინეს. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 79 წელს დაიღუპა, ვეზუვის ამოფრქვევისას. ის ფერფლისა და მიწის ქვეშ 2000 წელი ინახებოდა.

წყარო: adme.ru