onlain sesxebi - ყველა

Meizu-მ წარმოადგინა ახალი იაფი სმარტფონი ორმაგი კამერით

Meizu-მ წარმოადგინა ახალი იაფი სმარტფონი ორმაგი კამერითკომპანია Meizu-მ თავისი სმარტფონების ხაზი მოდელი M6T-ით შეავსო. მან მიიღო ტრადიციული პოლიკარბონატის კორპუსი. არჩევანი სამნაირია: შავი, ოქროსფერი და წითელი.

სმარტფონი წარმოდგენილია, როგორც იაფი გადაწყვეტილება ფოტოგადაღების მოყვარულთათვის. კადრების ხარისხზე პასუხს აგებს ორმაგი მოდული. პორტრეტის რეჟიმში მეორე კამერა ფონის გასუფთავებაში გვეხმარება.

სელფისთვის გამოყოფილია 8-მპ წინა კამერა საკუთარი განათებითა და ArcSoft-ის ფოტოს დამუშავების ალგორითმით. ოპერატიული მეხსიერება 2-3 გბ-ა, შესანახი კი - 16 ან 32 გბ.

მისი ეკრანი 5,7 დიუმიანია გვერდების 18:9 შეთავსებით და 1440x720 პიქსელით. თითის სკანერი უკანაა დამონტაჟებული. M6T-ის ოპერაციული სისტემა Android Nougat-ია.

წყარო: lifehacker.ru