onlain sesxebi - ყველა

9 წარმოუდგენელი ობიექტი, რომელსაც ადამიანის მოკვლა შეუძლია

1. გოლფის ყვანჭი
უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ გოლფი - საშიში სპორტია. 1994 წელს გოლფისტმა ჯერემი ბრენომ სკამს თავისი ხის ყვანჭი დაარტყა სკამს. ის გადატყდა და ნატეხი სპორტსმენს პირდაპირ გულში ჩაესო და ადგილზევე მოკლა. ეს კი ერთადერთი შემთხვევა არ არის. 15 წლის რაფაელო ნარანჰოს ყვანჭი ყელში შეერჭო.

2. ცხელი აბაზანა
ხალხი აბაზანებში მუდამ იღუპება. 1999-დან 2003 წლამდე მხოლოდ აშშ-ში 1676 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე ხშირად ისინი თვრებიან და იძირებიან.

3. ყელსახვევი
ყელსახვევი ლამაზი და სასიამოვნოა, თუმცა, გარდა ამისა, მას მოკვლაც შეუძლია. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ, მაგალითად, 1927 წელს ერთ-ერთი მოცეკვავის ყელსახვევი მანქანის საბურავში გაიჭედა. როცა მანქანა დაიძრა, ღია სახურავიდან ქალი ამოვარდა და დაიხრჩო.

4. საწოლი
რა კარგი და სასიამოვნოა საწოლში ტკბილად ძილი... თუ არ ვიფიქრებთ, რომ შეიძლება მოგვკლას. სტატისტიკის მიხედვით, საწოლიდან გადმოვარდნით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ტერორისტული თავდასხმებით.

5. ესკალატორი
დახლოებით 30 ადამიანი კვდება წელიწადში ესკალატორებზე ინციდენტებით. კიდევ 17000 სერიოზულ დაზიანებებს იღებს.

6. კბილის პასტა
პასტის დახმარებით ვიხეხავთ კბილებს, ვაჩერებთ კარიესის განვითარებას და ვიქრობთ ცუდ სუნს პირიდან. მაგრამ თუ კბილის პასტას არასწორად გამოიყენებთ, ის მოგკლავთ. ერთხელ თვითმკვლელობის მიზნით ქალმა 200 მილიგრამი პასტა გადაყლაპა და ფტორიდული მოწამლვისგან გარდაიცვალა.

7. მაგნიტები
მაგნიტი სერიოზულ ზიანს მოგაყენებთ, თუ გადაყლაპავთ. ამიტომაც არაა მიზანშეწონილი მისი ბავშვებისთვის მიცემა სათამაშოდ. ნაწლავებში აღმოჩენისას მაგნიტი სერიოზულ შიდა დაზიანებებს იწვევს.

8. ყურსასმენები
ყურსასმენებში კომფორტულია საყვარელი მუსიკის მოსმენა, თუმცა შეიძლება უეცრად მოგკლათ. როგორ? ყველაზე ხშირად ეს მოსდით გზაზე გადამსვლელებს და ავტომობილებს ყურადღებას არ აქცევს.

9. ქოლგა
ქოლგები წვიმისა და მზისგან ვიფარავენ მაგრამ ის შეიძლება შეგერჭოთ, თუ დიდი ქარი ამოვარდება. ერთხელ 55 წლის ქალბატონი დაიღუპა, რადგან მას დიდი სისწრაფით მომავალი სანაპირო ქოლგა შეერჭო.

წყარო: onedio.ru