onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები სიცივეზე

საინტერესო ფაქტები სიცივეზე ყველაზე ცივი წერტილი დედამიწაზე ანტარქტიდაა - რეკორდული მინუს 88,3 გრადუსით. შემდეგ მოდიან ვერხოიანსკი და ოიმიაკონი რუსეთიდან, -69,8 და -71 გრადუსით.

საინტერესოა, რომ იაკუტსკსა და ლისაბონში, ივლისში ერთი და იგივე ტემპერატურა - პლიუს 20 გრადუსი აღინიშნება.

ჰაერის ტემპერატურა ყოველ მომატებულ 1 კილომეტრზე 6,5 გრადუსით ეცემა. ასე გრძელდება 11 კილომეტრის სიმაღლემდე, რის შემდეგაც ტემპერატურა მინუს 56 გრადუსიდან თითქმის აღარ იძვრის.

ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ 1485 წელს მოსკოვის სამთავროში იანვარსა და თებერვალში აყვავდა ბაღები, მაგრამ მარტში ყინვები დაიწყო და ყველაფერი განადგურდა.

1634 წელს გერმანიაში ივლისის დასასრულს მოვიდა თოვლი, 1466 წელს კი მოსკოვში მაისისა დასასრულსა და ივნისის დასაწყისში თოვლი 2 დღე-ღამე არ დნებოდა. 1928-29 წლების ზამთარში თითქმის მთლიანად გაიყინა მდინარე დუნაი. შავი ზღვა მთლიანად გაყინული იყო 401, 1011 და 1620 წლებში. 1011 წელს ყინული ნილოსთანაც კი შენიშნეს, 1620 წელს კი ხმელთაშუა ზღვა გენუის ნაპირებთან მთლიანად გაიყინა.

წყარო: i-fakt.ru