onlain sesxebi - ყველა

4 მთავარი ფინანსური კითხვა, რომელზე პასუხი აუცილებლად უნდა იცოდეთ

4 მთავარი ფინანსური კითხვა, რომელზე პასუხი აუცილებლად უნდა იცოდეთ1. რამხელა ვალი გაქვთ
ვალის სწრაფად გასასტუმრებლად, უნდა იცოდეთ, ზუსტად რამდენი გმართებთ. ასევე წარმოიდგინეთ, რამდენი დრო დასჭირდება დაფარვას. უამისოდ ვერ შეადგენთ გადახდის ზუსტ გეგმას, ის კი საჭიროა.

2. რამდენი დაგიგროვდათ
ეს დაგეხმარებათ გაიგოთ რამდენს ხარჯავთ და რამდენს ინახავთ, შემდეგ კი სარეზერვო ფონდსაც დაგეგმავთ.

თუ გადანახული გაქვთ რამდენიმე თვის სამყოფი თანხა, დაფიქრდით, ხომ არ აჯობებდა მისი საპენსიო დანაზოგში, ინვესტიციაში ან რაიმე დიდ მიზანში ჩადება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ბიუჯეტს მეუღლესთან ერთად გეგმავთ.

3. რამდენია თქვენი ვალი და საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო ბარათზე
სავარაუდოდ, იშვიათად იხდით ნაღდით. ახლა გაცილებით მარტივია ბარათის ან აპლიკაციის გამოყენება. ამ შემთხვევაში კი ჩნდება შესაძლებლობა, დახარჯოთ ზედმეტი და ვალებში გადავარდეთ.

არ დაგავიწყდეთ ყოველთვე საკრედიტო ბარათის ბალანსის კონტროლი. ჩართეთ სმს-შეტყობინებები ან უბრალოდ ყოველდღე შეამოწმეთ ბალანსი საბანკო აპლიკაციაში. კარგი საკრედიტო ისტორიისთვის ეცადეთ არ დახარჯოთ ლიმიტის 30%-ზე მეტი და ვალი თვის განმავლობაში დაფაროთ.

4. რამდენის შოვნა გსურთ
არ დაგავიწყდეთ, რომ ფული - მთავარი არაა. და იმაზე, თუ რამდენს შოულობთ, გავლენა აქვს უამრავ თქვენზე დამოუკიდებელ ფაქტორს. არ ღირს მთელი ცხოვრების ფულისთვის მიძღვნა. ასევე მნიშვნელოვანია მიზნების დალაგება და მათი მიღწევა.

საჭირო თანხის ცოდნით, უფრო მარტივია სასურველი კარიერის შექმნა.

დაფიქრდით, რის გამო მუშაობთ. თუ ფინანსური დამოუკიდებლობისთვის, მაშინ უნდა იშოვოთ და გადაინახოთ გარკვეული პროცენტი. შემდეგ ადრე შეძლებთ პენსიაზე გასვლას ან გახსნით საკუთარ ბიზნესს. თუ ოჯახის უზრუნველსაყოფად შრომობთ, ხელფასი ყველას უნდა ყოფნიდეს.

წყარო: lifehacker.ru