onlain sesxebi - ყველა

როგორ გამოიყურებოდა ცნობილი 4 არქიტექტურული ძეგლი სინამდვილეში

4. მაჩუ-პიქჩუ
როგორ გამოიყურებოდა ცნობილი 4 არქიტექტურული ძეგლი სინამდვილეში
მაჩუ-პუკჩუ - ძველი ქალაქი, რომელიც მდებარეობს დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე 2450 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქს რამდენიმე დასახელება აქვს, აქედან ერთ-ერთია "ინკთა დაკარგული ქალაქი"
ბევრი არქეოლოგის აზრით, 1440 წელს იმპერატორის, პაჩაკუტის, მიერ აიგო. ესპანელების შემოჭრამდე 10 წლით ადრე. აქაურ ტერასებზე დაახლოებით 1000 ადამიანი მუშაობდა.

3. კოლიზეუმი
როგორ გამოიყურებოდა ცნობილი 4 არქიტექტურული ძეგლი სინამდვილეში
ყველასთვის ცნობილია ეს გრანდიოზული ნაგებობა - ფლავიუსთა ამფითეატრი. როგორც ვიცით, აქ ტარდებოდა გლადიატორთა ბრძოლები, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ აქ მებრძოლებს წყალშიც უწევდათ დაპირისპირება. იმპერატორმა დომიციანემ, ფლავიუსების დინასტიის უკანასკნელმ წარმომადგენელმა წყლის ბრძოლების გამართვა კოლიზეუმში დაიწყო, თუმცა შემდგომში მის ქვეშ საკანალიზაციო სისტემის გაყვანის გამო ეს შეუძლებელი გახდა.

2. ტეოტიუაკანი
როგორ გამოიყურებოდა ცნობილი 4 არქიტექტურული ძეგლი სინამდვილეში
ის მეხიკოსთან ახლოს მდებარეობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს იყო უდიდესი ქალაქი წინაკოლუმბიურ ამერიკაში და აქ 125000 ადამიანი ცხოვრობდა.
ტეოტიუაკანი ძალიან კარგად ვითარდებოდა, მკაცრად დადგენილი გეგმით. ამის საბუთია შუა მოედანი და მასთან შეერთებული ქუჩათა ქსელები.
ქალაქის განადგურების მიზეზი ესპანელები არ ყოფილან, თუმცა ნამდვილად ვინ გააკეთა ეს, დღემდე უცნობია.

1. ალექსანდრიის შუქურა
როგორ გამოიყურებოდა ცნობილი 4 არქიტექტურული ძეგლი სინამდვილეში
ის კუნძულ ფაროსზე აიგო ალექსანდრიის ნაპირებთან. ის მდებარეობს პორტში, რომელიც ჩვ.წ.-მდე 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა ააგო.
გიგანტური ნაგებობის სიმაღლე 135 მეტრი იყო და მისი სინათლე 81 კმ-ზე ჩანდა. შუქურა XIV საუკუნეში მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა.

წყარო: adme.ru