onlain sesxebi - ყველა

პირველი საიტი მსოფლიოში

პირველი საიტი მსოფლიოში


როგორც ცნობილია, პირველი კომპიუტერული ქსელების შექმნა ჯერ კიდევ 1960-იანებში დაიწყო, დაფუძნებული მაშინ არსებულ საკაბელო ხაზებსა და რადიოგადამცემებზე. ინტერნეტი, რომელსაც დღეს ძალიან მივეჩვიეთ, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა და მისი პირველადი სახე მხოლოდ ARPAnet-ი იყო.

1970-იან წლებში, როცა ARPAnet-ი უკვე 15 კვანძს ითვლიდა, გაჩნდა ელექტრონული ფოსტა. 1971 წელს გაჩნდა შესაბამისი პროტოკოლი, სიმბოლო @ ელექტრონული მისამართის განუყოფელი ნაწილი გახდა. 1972 წელს კი რეი ტომლინსონმა შექმნა პირველი საფოსტო კლიენტი, რომელიც ოპერაციულ სისტემა TENEX-ს მოყვებოდა.

უშუალოდ ინტერნეტი კი "დაიბადა" 1983 წელს, როცა 1 იანვარს მიიღეს პროტოკოლი TCP/IP. თუმცა ჯერ სუაბარი იყო მხოლოდ ინფორმაციის გლობალური გადამცემი ქსელის შექმნაზე. სერვისი WWW მხოლოდ 8 წლის შემდეგ შეიქმნა.

კაცობრიობის ისტორიაში პირველი საიტი შეიქმნა 1990 წელს. ტიმოთი ჯონ ბრენსონ-ლის მიერ. მან გამოიყენა შეიმუშავა HTTP პროტოკოლის კონცეფცია და ელექტრონული მისამართების სისტემა URL. საიტი დღემდე არსებობს http://info.cern.ch/LMBrowser.html.

როგორც ხედავთ, ინტერფეისი პირველ საიტს საკმაოდ უბრალო აქვს, სხვათა შორის, პირველი ბრაუზერიც, ასევე ბერნესს-ლის მიერ შექმნილი, ასეთივე უბრალო იყო და კომპიუტერულ გრაფიკასთან მუშაობა არ შეეძლო. ასე რომ საიტი მთლიანად ტექსტური იყო.

წყარო: i-fakt.ru