onlain sesxebi - ყველა

როგორ გავხდე ბედნიერი, თუ დღეში მხოლოდ 10 წუთი მაქვს

როგორ გავხდე ბედნიერი, თუ დღეში მხოლოდ 10 წუთი მაქვს1. სამმაგი "მადლობა"
მადლობის გადახდის უნარი ბედნიერი ხალხის გამორჩეული თვისებაა. ეცადეთ ყოველდღე სამჯერ მაინც გადაუხადოთ მადლობა მეგობრებს, ოჯახის წევრებს, სასიამოვნო მოვლენებსა და კარგ ამინდს.
მალიერების რამდენიმე წუთი და განწყობაც ამაღლებულია. თქვენ ისწავლით შეუმჩნეველის დაფასებასა და სასიამოვნო მომენტების აღქმას.

2. ფიქრებსაც სჭირდება შესვენება
ყოველ სმარტფონს აქვს ტაიმერის ან მაღვიძარის ფუნქცია. დათვალეთ 10 წუთი. გამორთეთ ყველაფერი. დაჯექით წყნარ ადგილას, სადაც არავინ და არაფერი შეგაწუხებთ. ეცადეთ არაფერზე იფიქროთ: ეს არც ისე ადვილია!

დაივიწყეთ წარსული და მომავალი, მიენდეთ გრძნობებს თქვენ შიგნით. კონცენტრირდით სუნთქვაზე, მოადუნეთ სხეული. ამ შემთხვევაში სიმშვიდეს აუცილებლად იგრძნობთ.

3. უარი თქვით სმარტფონზე

ასევე პლანშეტზე. და, რაღა თქმა უნდა, ნოუთბუქზე. თუმცა, არა სამუდამოდ: გაჯეტები სწავლაში, მუშაობაში გვეხმარება. ამასთან ერთად დროის სწრაფი მკვლელია.

უარი თქვით დილის თვალის "ხუთწუთიან" გადავლებაზე: ეს არ არის დღის საუკეთესო დასაწყისი. უმჯობესია ეს დრო რაიმე უფრო სასარგებლოს და საინტერესოს დაუთმოთ.

4. ჯანსაღ სხეულში...
სპორტით დაკავება ენერგიით გვავსებს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამაღლებს მუშაობისუნარიანობასა და განწყობას. ამისთვის საჭირო არაა მთელი საათები გაატაროთ სპორტდარბაზებში. 10 წუთიც კმარა.

ეს მეთოდები ბევრ ადამიანს დაეხმარა, გამკლავებოდნენ სირთულეებს და ბედნიერები გამხდარიყვნენ. თქვენც გსურთ? სცადეთ: თანაც ყველაფერი ეს მხოლოდ 10 წუთს "წაგართმევთ" დღეში. ბედნიერებისთვის საკმაოდ იაფი ფასია, დამეთანხმეთ.

წყარო: adme.ru