onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები სიცილზე

საინტერესო ფაქტები სიცილზეთუ დღეში 100ჯერ იცინით, ეს ველოსიპედით 15 წუთიან გასეირნებას უდრის. ენერგიული სიცილი აჩქარებს გულის რითმს, აღრმავებს სუნთქვის სიხშირეს, ჭიმავს სახეს, მუცელსა და დიაფრაგმას.

სიცილი ტვინს ენდორფინებს აწვდის და სხეულში მეტ ჟანგბადს უშვებს.

სიცილი ინსტინქტური რეაქციაა. ჩვენი სიცილი მინიმალურ გონებრივ კონტროლზეა, ეს კი დიდი გამოწვევაა ჰიპოთეზისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი თავის ყოველ ქცევას აკონტროლებს. გამოყოფილი ენდორფინი არამარტო განწყობას გვიმაღლებს, არამედ ტკივილსაც გვიხსნის.

სიცილსა და მის ზემოქმედებას ადამიანზე შეისწავლის მეცნიერების დარგი, სახელად ჰელოტოლოგია.

იტალიელ ავტორს პიერო არეტინოს 1556 წელს დის მიერ მოყოლილ ისტორიაზე ისე გაეცინა, დაეცა და გაგუდვისგან გარდაიცვალა.

სიცილი აძლიერებს იმუნურ ქსოვილებს, რომლებიც თავს ესხმიან ვირუსებსა და სიმსივნურ უჯრედებს.

სიცილი ეხმარება მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროს კონსოლიდაციაში და ჩვენც შეგვიძლია მარტივად გავუმკლავდეთ ნებისმიერ ამოცანას.

ბევრ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება სიცილის თერაპია. მაგალითად, იაპონიაში ჭლექით დაავადებულებს წარმატებით მკურნალობენ.

ადამიანი სიცილს დაბადებიდან დაახლოებით 8-10 კვირაში იწყებს.

ჩვეულებრივი ბავშვი 6 წლის ასაკში დღეში 300-ჯერ იცინის, მაშინ როცა უფროსები დღეში 15-ჯერ მხოლოდ იღიმიან. ამასთან ერთად 3 თვის ბავშვებს სიცილი საერთოდ არ შეუძლიათ.

ოფიციანტები, რომლებიც მუდამ უღიმიან კლიენტებს და იუმორიც არ აკლიათ, 1.5-ით მეტ გასამრჯელოს იღებენ მათგან.

იუმორის კარგი გრძნობის მქონე მამაკაცები ქალებს უფრო მოსწონთ. როგორც, წესი კარგი იუმორი მამაკაცებს უფრო ახასიათებთ, ეს კი მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის, დამსახურებაა.

სატელევიზიო გადაცემებში ჩაწერილი სიცილი ავტომატურად გვაიძულებს გაცინებას.

ბავშვები უფროსებზე მეტს იცინიან, უფროსი ქალები კი უფროს მამაკაცებზე მეტს.

ყველაზე მომღიმარი ხალხი ბრაზილიასა და კუბაში ცხოვრობს, ყველაზე უღიმღამო კი - სკანდინავიურ ქვეყნებში.

ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავს მოუღიტინოს და გაიცინოს.

ვირთხებს, პრიმატებს, კატებსა და ძაღლებს სიცილი შეუძლიათ.

წყარო: i-fakt.ru