onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ბოულინგის შესახებ

საინტერესო ფაქტები ბოულინგის შესახებთამაშები, რომელიც თანამედროვე ბოულინგს ჰგავს, მრავალი საუკუნის განმავლობაში ვრცელდებოდა ჩვენს პლანეტაზე. უძველესი ადგილი, სადაც ასეთი კონკურსები ტარდებოდა, არქეოლოგებმა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს კაიროში. ნაგებობა 4000 წლის წინ აშენდა.

თანამედროვე ბოულინგის მოქმედ შენობებს შორის უძველესი ინგლისში - საუთჰემპტონში მდებარეობს. ის 1299 წელს გაიხსნა. მეფენი ამ გასართობს დიდი ხანს მკაცრად უყურებდნენ, რადგან ის მამაკაცს უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისგან აცდენს, მაგალითად, როგორიცაა მშვილდის ტყორცნა.

მრავალი წელი აშშ-ში ქალებს ეკრძალებოდათ "ბურთის ტყორცნა". ეს კანონი კი კონგრესის მიერ იყო დამტკიცებული. ამ კანონისგან გათავისუფლება სუსტი სქესის წარმომადგენლებმა მხოლოდ 1917 წელს შეძლეს, როცა სენტ-ლუისში ქალთა საერთაშორისო ბოულინგ-კონგრესი გაიხსნა.

დღეს ბოულინგი მექანიზებული თამაშია. კეგლებს სპეციალური მოწყობილობა პინსპოტერი აყენებს. გასული საუკუნის შუა წლებამდე კი "პინ-ბოის" უწევდა მირბენა და ყველაფრის თავიდან დაწყობა, აბრუნებდა ბურთებს, ასევე ითვლიდა ანგარიშს.

ოცდაათიან წლებში ერთ-ერთი ბოულინგ კლუბის მფლობელმა დაამზადა მანქანა კეგლის ფორმით, რათა რეკლამირება გაეწია თავისი დაწესებულებისთვის. ასეთი ტრანსპორტი მაშინ ნამდვილად უდიდეს ყურადღებას იწვევდა.

1984 წელს ამერიკულ სენტ-ლუისში გაიხსნა ბოულინგის დიდების დარბაზი და ბოულინგის მუზეუმი. აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს ბოულინგის ისტორიას, შეიძინოს სუვენირები და ეკიპირება თამაშისთვის. ასევე მიიღონ რჩევები პროფესიონალთაგან.

ადრე ბოულინგი უბრალო თამაშად ითვლებოდა, დღეს კი სერიოზული სპორტია და მასში უამრავი თანხაც იდება. 1982 წელს ერლ ენტონიმ შეძლო და გამოიმუშავა პირველი მილიონი დოლარი ამ სპორტის მეშვეობით. 1959 წელს კი დიკ ვებერმა "მთელი" 7672 დოლარი მოიგო. ეს პირველი გაცემული ჯილდო იყო.

წყარო: i-fakt.ru