საინტერესო ფაქტები იამაიკაზე
onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები იამაიკაზე

საინტერესო ფაქტები იამაიკაზე

კუნძული იამაიკის დასახელება მოდის სიტყვიდან «Xaymaca», რაც ადგილობრივ ენაზე წყაროთა სამშობლოს ნიშნავს.

კუნძული 1494 წლის 5 მაისს კოლუმბის ექსპედიციამ აღმოაჩინა. თავად კოლუბმა კუნძულს ესპანელი სამეფო წყვილის საპატივცემულოდ ფერდინანდი და იზაბელა უწოდა. მაგრამ დასახელება არ მოუხდა.

XVI საუკუნის დასაწყისში კოლუმბი კიდევ ერთხე ესტუმრა კუნძულს და აქ მთელი წელი იცხოვრა. თავდაპირველად, აბორიგენები ევროპელებს საკვებით ამარაგებდნენ, თუმცა ნელ-ნელა ეს პროცესი შეწყდა. მაშინ კოლუმბმა კადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა მათთვის. ასტრონომიულ ცხრილზე გამოთვალა შემდეგი მთვარისდაბნელების დრო და განუცხადა, რომ ღმერთები ამ საქციელისთვის დასჯიდნენ. აბორიგენები იმ საღამოსვე მივიდნენ ევროპელებთან და პატიება სთხოვეს.

იამაიკას შეუძლია იამაყოს იმით, რომ ეს უსეინ ბოლტის, მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანის, სამშობლოა. სწორედ მას ესკუთვნის რეკორდი 100 მეტრზე სირბილში. ეს მანძილი 9.58 წამში დაფარა. ერთ-ერთმა მეცნიერმა თქვა, რომ უსეინის რეკორდს კიდევ 30 წელი ვერავინ მოხსნის.

XVII საუკუნეში იამაიკა ინგლისის "შაქრის" კოლონიად გადაიქცა. აქ შაქრის ლერწმის უზარმაზარი პლანტაციები მდებარეობდა. ლერწმისგან მზადდებოდა ასევე ძლიერი სპირტიანი სასმელი რომი, რომლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელიც ეს კუნძული გახდა. იამაიკური რომი მთელ მსოფლიოშია პოპულარული, მის რეცეპტს კი საცავში საიმედოდ ინახავენ.

ალამოვანკუდიანი კოლიბრი იამაიკის ეროვნული სიმბოლოა და სხვაგან არსად გვხვდება.

იამაიკაში თბილი კლიმატია, მაგრამ აქაურები 1988 წლიდან მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში. თუმცა ჯერ ერთი მედალიც არ მოუპოვებიათ.

იამაიკაზე 70 ოფიციალური პლაჟია. მათგან ყველაზე ცნობილია ალიგეიტორ-პონდი (ალიგატორის გუბურა). სინამდვილეში აქ ალიგატორებია რ ბინადრობენ, უბრალოდ შემოგარენი ძალიან წააგავს მათ ზურგებს.

იამაიკაში შეგიძლიათ ნებისმიერი ქვეყნის ვალუტა ჩაიტანოთ, თუმცა ეორვნულის, იამაიკური დოლარის, გატანა სასტიკად იკრძალება.

წყარო: i-fakt.ru