onlain sesxebi - ყველა

რა უნდა გავაკეთოთ შაბათ-კვირას, რათა თავი მთელი კვირა კარგად ვიგრძნოთ?

რა უნდა გავაკეთოთ შაბათ-კვირას, რათა თავი მთელი კვირა კარგად ვიგრძნოთ?1. დაგეგმეთ მთელი კვირის მენიუ
თუ ყოველდღე დაიტანჯებით კითხვით, თუ რა უნდა ჭამოთ, განსაკუთებით მაშინ, როცა გშიათ, დიდი ალბათობით თეფშზე მავნე ნახევარფაბრიკატი აღმოჩნდება. შაბათ-კვირა იდეალური დროა ყველაფერი ამის დასაგეგმად. შექმენით მრავალფეროვანი და დაბალანსებული მენიუ.

2. შეიძინეთ მთელი კვირის პროდუქტები
მენიუ შექმნილია, ახლა შეგვიძლია მაღაზიაში წავიდეთ, რათა მარაგი შევავსოთ. ასე ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავთ. შეძლებთ იმის მომზადებას, რაც დაგეგმეთ, ასევე სამსახურის შემდეგ არა მარკეტში, არამედ სახლში გაემართებით.

3. მოამზადეთ კვირის პირველი დღეების სამყოფი საკვები
სამწუხაროდ ყველანაირ საკვებს წინასწარ ვერ მოამზადებთ, ამიტომაც ოთხშაბათობით მაინც მოგიწევთ ქურასთან დგომა. თუმცა ზოგიერთი კერძი შაბათ-კვირასაც მომზადდება.

4. მოამზადეთ ტანსაცმელი
ახლა ამინდის პროგნოზი საკმაოდ ზუსტად მუშაობს, ამიტომაც მარტივად შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელ დღეს რას ჩაიცვამთ. დააუთოეთ, გაწმინდეთ, გაამზადეთ თბილი ქურთუკი, ან საწვიმარი. მთელი კვირა მომზადებული ივლით.

5. გაისეირნეთ
სუფთა ჰაერზე სიარული ძალიან კარგია ადამიანისთვის, რომელიც მთელი დღე დიდხანს ზის სკამზე. ფიზიკური აქტივობა წარმოქმნის ენდორფინებს და სტრესს გვიხსნის. მზის სხივები ორგანიზმში D ვიტამინს გამოიმუშავებენ, ეს ძვლებისა და იმუნიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

წყარო: lifehacker.ru