onlain sesxebi - ყველა

როგორ გავთავისუფლდეთ ზედმეტი კილოგრამებისგან?

როგორ გავთავისუფლდეთ ზედმეტი კილოგრამებისგან?1. დაამატეთ სინათლე და გამორთეთ მუსიკა
თუ რესტორნების ხშირი სტუმარი ხართ, უნდა დაიმახსოვროთ, რომ ზოგიერთი დაწესებულება სპეციალურად მადის წამახალისებელ ატმოსფეროს - დაბალი სინათლე და ფონური მუსიკა მოდუნებას გაიძულებთ, ასევე იზრდება თქვენი ღეჭვის ტემპი.

2. აირჩიეთ ჭურჭელი სწორად
კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თუ საჭმლის ფერი ჭურჭლის მსგავსია, მაშინ 30%-ით მეტს მივირთმევთ. ამას არაკონტრასტულობა იწვევს - ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რამდენს ვდებთ თეფშზე და შესაბამისად ვერც იმას, თუ რამდენს მივირთმევთ.

3. დაკავდით აერობიკით
კვლევებმა აჩვენა, რომ აერობული სახის სპორტი, როგორიცაა სირბილი, სიარული და ცურვა, საუკეთესო სავარჯიშოა ცხიმებისა და სხეულის მასის დასაკლებად.

4. გამოიძინეთ
გასუქების რისკზე მოქმედებს ის, თუ რამდენად ბნელ ოთახში გვძინავს. ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბნელ ოთახში მძინარ ადამიანებს 21%-ით ნაკლები შანსი აქვთ გასუქებისა.
ეფექტური გახდომისთვის ასევე საჭიროა საკმარისი ძილი - საშუალოდ 7-8 საათი დღე-ღამეში. მათ, ვისაც ნაკლებად სძინავთ, აღენიშნებათ ამაღლებული მადა, რასაც იწვევს ჰორმონების დარღვევა.

5. ჩართეთ რაციონში ცხარე სოუსები
კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, მაგალითად, ნებისმიერი ცხარე ნივთიერება გვიქრობს სიმსუქნის გამომწვევი ტკბილეულობის შეჭმის სურვილს.

6. დაარეგულირეთ ტემპერატურა ოთახში, რომელშიც დიდ დროს ატარებთ
ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიმსუქნესთან საბრძოლვევლად მნიშვნელოვანია ტემპერატურა ოთახში. ყველაზე ხელსაყრელად აღიარეს 19 °С. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებული ზოგიერთი ცხიმი დაბალ ტემპერატურაზე იშლება და წარმოქმნის ენერგიას. თუმცა ეს ეფექტი არ ვრცელდება ქუჩაზე.

წყარო: adme.ru