onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე
ყოველ წელს მწერთა 7000 ახალ ჯიშს აღმოაჩენენ.

პატარა რვაფეხა დაბადებისას ქინქლის ხელაა.

ცისფერი ვეშაპის აორტა (მთავარი სისხლსძარღვი) იმდენად დიდია, რომ მასში ადამიანი თავისუფლად ჩაეტევა.

ქამელეონის ენა თავის სხეულზე ორჯერ გრძელია.

ქათამი მეტ კვერცხს დადებს, თუ სინათლის რაოდენობას გავზრდით.

ტარაკანას 10 დღე თავის გარეშე სიცოცხლე შეუძლია.

აბსოლუტურად ბრმა ქამელეონს შეუძლია ფერი გარემოს მიხედვით შეიცვალოს.

ერთი ძროხა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით 200000 ჭიქა რძეს გამოიმუშავებს.

ჭრიჭინა 24 საათი ცოცხლობს.

ზრდასრულ დათვს შეუძლია ცხენსაც კი გაასწროს.

ზღარბის გული წუთში 300-ჯერ ცემს.

კოლიბრი ხურდა ფულზე ნაკლებს იწონის.

მედუზა 95%-ით წყლისგან შედგება.

კოალას ყოველდღე 22 საათი სძინავს.

ფუტკრების დედოფალი ნესტარს მხოლოდ მეორე დედოფლის მოსაწამლად იყენებს.

ვირთხას შეუძლია 100 მეტრის სიმაღლიდან დაზიანებების გარეშე ჩამოვარდეს.

ვირთხა წყლის გარეშე აქლემზე დიდხანს ძლებს.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация