onlain sesxebi - ყველა

როგორ შევქმნათ მუშა ბიუჯეტი

როგორ შევქმნათ მუშა ბიუჯეტი1. განასხვავეთ სურვილი და საჭიროება
თქვენ გჭირდებათ სახლი, საკვები, მგზავრობა, ტანსაცმელი. ამაზე ფული აუცილებლად უნდა დაიხარჯოს. მაგრამ არსებობს სურვილები - სწრაფი კვება, ტკბილეული, ყავა, ალკოჰოლი, სიგარეტი. თუ მათ საჭიროებიდან გამოვყოფთ, ბევრს დავზოგავთ.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ სურვილები საერთოდ აღარ უნდა ავისრულოთ. უბრალოდ ბიუჯეტში მათთვის ცალკე გრაფა გამოყავით. როცა თვის ბოლოს დაინახავთ ხარჯს, შემდეგ მარტივად შეძლებთ მის დარეგულირებას.

2. ჩაინიშნეთ დანაზოგი და გასავალი
გამოყავით თანხა, რომელსაც ყოველი შემოსავლიდან გადადებთ. ეცადეთ ყოველთვის შეავსოთ რეზერვი, მანამდეც კი, სანამ გადასახადებს გადაიხდით. თუ კატეგორია "რეზერვს" შეიტანთ ბიუჯეტში, როგორც წესი, უფრო პასუხისმგებლობით მოეპყრობით. ყველაზე კარგი ვარიანტია ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ გარკვეული თანხის რეზერვში ავტომატურად გადატანა.

ონლაინ სესხები, ფაქტია, იდეალური საშუალებაა მაშინ, როდესაც ფული სასწრაფოდ გვჭირდება. თუმცა კარგად უნდა გავიაზროთ, როდის დგება მათი გამოყენების რეალური საჭიროება. ფული შესაძლოა ბევრჯერ იყოს სასწრაფოდ საჭირო, ყოველი ასეთი შემთხვევისთვის ცალ-ცალკე კრედიტების აღება საბოლოოდ ჭარბად დაგროვებულ ვალდებულებებამდე მიგვიყვანს. ხშირად ხდება ისეც, რომ მომხმარებელ სტაბილური შემოსავალი აქვს, თუმცა საკმაოდ ბევრი online sesxebi, რომელთა, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ გადავადებას ახერხებს. ჭარბად დაგროვებული სწრაფი სესხებისგან თავის ასარიდებლად საჭიროა, დავალაგოთ პრიორიტეტები და გამოვეყენოთ ინტერნეტ კრედიტების მომხსახურება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში. გართობისთვის, აზარტული თამაშებისთვის და სხვა ამგვარ მიზეზთა გამო, ჩვენი აზრით, არ არის გამართლებული ონლაინ სესხის მოთხოვნა. ნებისმიერი სესხის, როგორც სწრაფის, უნდა იყოს კარგად გააზრებული, შესაძლოა სხვა ადამიანებთან შეთანხმებული ქმედებაც კი. კარგად უნდა იყოს განხილული ალტერნატივები.

3. შეათავსეთ ბიუჯეტი ცხოვრების მიზნებთან
პირადი ფინანსების კონსულტანტები დარწმუნებულები არიან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტი ჩვენი მიზნებისა და ღირებულებების მიხედვით დავგეგმოთ. მაგალითად, ვიღაც კარგ მანქანაზე ოცნებობს, ვიღაც მზადაა უბრალოდ ავტობუსით იმგზავროს, მაგრამ ახალი ბინა არ აწყენდა. თუ იცით, რა გინდათ ცხოვრებაში - მაშინ ძალიან მარტივად მოაგვარებთ გასავლისა და რეზერვის პრობლემას.

წყარო: sravni.ru