onlain sesxebi - ყველა

ვისესხო თუ არ ვისესხო? - პასუხი ერთია!

mome.ge

თანამედროვე ტექონოლოგიები, საერთო პროგრესი ნებისმიერ ბიზნესს, მომსახურებას, სერვისს გაცილებით სწრაფსა და მოქნილს ხდის. დღეს ონლაინ შესაძლებელია ისეთი მომსახურების მიღება, რაც რამდენიმე წლის წინ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. განათლება, დასაქმება, ფულის გამომუშავება, ადამიანებთან ურთიერთობა, გართობა, რელაქსაცია, შოპინგი და ა.შ. დღეს ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ ინტერნეტისა და საჭირო დივაისის მეშვეობით არის შესაძლებელი. ტექნოგიური პროგრესი კი არ ჩერდება და სულ უფრო მეტ სიახლეს შემოგვთავაზებს ახლო მომავალში.

სახლში თუ ქუჩაში, მოულოდნელობისგან არავინ ვართ დაზღვეული. შესაძლოა პრობლემამ არსაიდან იჩინოს თავი, მის მოსაგვარებლად კი ფინანსური სახსრები იყოს საჭირო. თუ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი თანხა პრობლების მოგვარებისთვის, ხშირად მივმართვთ სესხების მეთოდს. დღეს კი კრედიტის გაფორმება, ტექნოლოგიური განვითარების წყალობით, ასევე სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტი და თუნდაც სმარტფონი. მარტივი განაცხადი, იდენტიფიკაცია და თანხა ჩვენს ანგარიშზეა! - ნამდვილად მარტივად გამოიყურება. ეს სიმარტივე კი ზოგჯერ გვაბნევს და, სამწუხაროდ, ვსესხულობთ ონლაინ მაშინაც კი, როდესაც ამის აუცილებელი საჭიროება არ იკვეთება. მომე.ჯი შეეცდება იპოვოს ოქროს შუალედი, როდის ღირს და როდის არ არის უპრიანი სწრაფი ონლაინ სესხის სერვისის გამოყენება.

1) შემოსავალი.
მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ონლაინ სესხების დროს, არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში არის თვეში ერთი რიცხვი, როდესაც თქვენ უნდა გადაიხადოთ თვიური შენატანი ან დაფაროთ სესხი. როდესაც თქვენ არ გიფიქსირდებათ სტაბილური ხელფასი, საკმაოდ რთულია იმის წინასწარ ცოდნა, რომ ერთ თვეში თქვენ აუცილებლად გადაიხდით თვიურ გადასახადს ან დაფარავთ კრედიტს. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ელოდებოდეთ კიდეც რაიმე ტიპის შემოსავალს, თუმცა, როდესაც ზუსტად არ არის განსაზღვრული ხელფასის თარიღი, გირჩევთ, თავი შეიკავოთ ონლაინ სესხებისაგან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ასეთი ტიპის მსესხებელს უგვიანდება გადახდა. საბოლოოდ ის მაინც იხდის კრედიტს, როდესაც მიიღებს კუთვნილ თანხას, რომელსაც ელოდებოდა, როცა სესხს იღებდა, თუმცა შედეგად გვაქვს ვადაგადაცილება, პირგასამტეხლოები და ნეგატიური ჩანაწერი საკრედიტო ისტორიაში.

2) გვაქვს შემოსავალი, თუმცა ხშირად ვიღებთ სესხებს.
ახლა განვიხილოთ ასეთი ტიპის მსესხებელი: აქვს სტაბილური შემოსავალი და თავს აძლევს უფლებას აიღოს ონლაინ კრედიტი. ასეთ მომხმარებლესაც შეიძლება შეექმნას პრობლემები, როდესაც სესხს იღებს უმნიშვნელო მიზეზთა გამო, რადგან ასეთი ტიპის მიზეზი კიდევ ბევრი იქნება, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში და ყოველი მათგანისთვის ონლაინ კრედიტის აღება გამოიწვევს იმას, რომ დაგროვდება იმდენი სწრაფი კრედიტი, რომ ხელფასიდან დარჩენილი თანხით მხოლოდ მათ გადავადებას თუ მოახერხებს, საუკეთესო შემთხვევაში კი ამ მცირე სესხებს გააერთიანებს ერთ დიდ სამომხმარებლო სესხში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში დაფარავს ამ კრედიტს ეტაპობრივად. ჩვენ გირჩევთ, რომ დიდი პასუხისმგებლობით მიუდგეთ ონლაინ სესხების პროცესს და ყოველთვის აკონტროლეთ თქვენი ხარჯები, რათა თვიდან აიცილოთ სესხების ჭარბად დაგროვება.

3) აზარტული თამაშები.
ხშირია შემთხვევა, როდესაც აზარტული თამაშების გამო აფექტურ მდომარეობაში მყოფი მომხმარებელი იღებს სესხს და ასეთ დროს, ჩვენი დაკვირვებებიდან გამომდინარე, ნაკლებად ფიქრობს, როგორ, როდის მოახერხებს ამ კრედიტის დაფარვას. ინტერნეტში სესხის აღების ფაქტი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონ-დაწონილი, შესაძლოა, ოჯახის წევრებთან შეთანხმებულიც კი. აფექტურ მდგომარეობაში, „თამაშისთვის“ აღებულ სესხს კი ნამდვილად ვერ ვუწოდებთ გააზრებულს.

4) პირველივე ვარიანტი - ონლაინ სესხი.
მართალია, სახელმწიფო რეგულაციების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ონლაინ სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და დღეს ამ სერვისის გამოყენება გაცილებით იაფია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო, თუმცა მას მაინც ვერ ვუწოდებთ იაფ სიამოვნებას. როდესაც თანხის სესხება დაგჭირდებათ, ჩვენი აზრით, უმჯობესი იქნება თუ ჯერ სხვა გზებს მონახავთ ფულის შოვნისთვის, როგორიცაა მეგობრისგან, ახლობლისგან სესხება, ხელფასამდე მოცდა და ა.შ. ასე უფრო მეტ თანხას დაზოგავთ. კიდევ ერთხელ გირჩევთ, გამოიყენეთ სწრაფი სესხების სერვისი გადაუდებელი აუცილებლობის დროს.

5) ისესხეთ ზუსტად იმდენი რამდენიც გჭირდებათ.
ონლაინ სესხზე განაცხადის შევსების დროს შესაძლოა შემოგვთვაზონ უფრო მეტი თანხა, ვიდრე ჩვენ გვჭირდება იმ მომენტში ან კონკრეტული სწრაფი სესხების გამცემი კომპანია მინიმუმ გასცემდეს იმაზე მეტ თანხას, ვიდრე ჩვენ გვესაჭიროება. ასეთ დროს თუ ლიმიტის დაკლება შეუძლებელია, გირჩევთ მონახოთ სხვა swrafi sesxi, რადგან, როგორც წესი ჭარბად ჩარიცხული თანხა იხარჯება მეტ-ნაკლებად პრიორიტეტული მიზნებისთვის. ყოველთვის მოერიდეთ არაეფექტურ ხარჯს ონლაინ ნასესხები ფულით. ისესხეთ ზუსტად იმდენი და იმდენი ხნით, რამდენსაც მოცემულ მომენტში საჭიროება მოითხოვს.

6) ყოველთვის ნუ დაუჯერებთ რეკლამას.
სარეკლამო რგოლი, მით უმეტეს ბანერი, არანაირად არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კარგად შევაფასოთ კონკრეტული ონლაინ სესხი. როგორც წესი, რეკლამა წარმოგვიჩენს პროდუქტის მხოლოდ დადებით და მარტივ თვისებებს. სწრაფი ონლაინ სესხებით სარგებლობისას, გირჩევთ ყოველთვის თავად შეარჩიოთ სასურველი, ყველაზე მეტად უპრიანი ვარიანტი შედარების პრინციპით. შეადარეთ სესხები სხვადასხვა, თქვენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმის მიხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიეთ ის კრედიტი, რომლითაც ისარგებლებთ. ონლაინ სესხების შედარებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ვებ გვერდი MOME.GE.

7) „სხვისთვის აღებული“ ონლაინ სესხი
ხშირია ჩვენს პრაქტიკაში, რომ მომხარებლები გვწერენ მსგავსს ტექსტს: „ადრე სხვისთვის გამოვიტანე კრედიტი და შემდეგ მან ვერ დაფარა, გავშავდი, რაღაც დროის შემდეგ კი მოვახერხე დაფარვა, მაგრამ ახლა თუ შევძლეფ ონლაინ კრედიტის აღებას?“ სხვა პიროვნებისთვის აღებული ონლაინ კრედიტი, ჩვენი აზრით, საკმაოდ სარისკოა, მით უმეტეს, თუ არ ხართ მის დაფარვაში დარწმუნებული თქვენი სახსრებით, თუ იმ პიროვნებამ, ვისთვისაც აიღეთ სესხი ვერ შეძლო კრედიტის დროულად დაფარვა. ასევე არსებობს ვარიანტი, როდესაც თქვენ შეძლებდით კრედიტის დროულად დაფარვას, თუ ამის შესახებ 1-2 კვირით ადრე გეცოდინებოდათ, თუმცა, როგორც წესი, ზუსტად გადახდის დღეს ვარკვევთ, რომ ჩვენი კრედიტი ვერ იფარება. არ აქვს მნიშვნელობა, ვისთვის ან რა მიზნით ავიღეთ კრედიტი, ფუჭდება ჩვენი საკრედიტო ისტორია და შესაძლოა, როდესაც ჩვენთვის დაგვჭირდება კრედიტი - ამ სერვისით სარგებლობა ვეღარ შევძლოთ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რატომ გვთხოვენ ჩვენ სესხის აღებას, რატომ არ უმტკიცებენ მათ?..

ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც, ჩვენი აზრით, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ონლაინ კრედიტებით სარგებლობისას. ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ, დიდი პასუხისმგებლობით მიუდგეთ ონლაინ სეხებს, არ დაგაბნიოთ მათ სიმარტივემ. ისესხეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის, სტაბილური შემოსავლის არსებობის დროს.


Регистрация