მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი
onlain sesxebi - ყველა

მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი

მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი
მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი ან Ultima ratio regum (ლათ. ultimus - უკანასკნელი, ratio - გონება, მეთოდი, და regum - მეფე) - ლათინური გამონათქვამი. ჩვეულებრივად ის აღნიშნავს უკანასკნელ საშუალებას ან მეთოდს პრობლემის გადაწყვეტისა, როცა ყველა დანარჩენი უკვე მოსინჯულია.

ჩვეულებრივ, "მეფეთა უკანასკნელი არგუმენტი" გამოიყენება კონფლიქტების ან საომარი მოქმედებებისას უკანაკნელ, გადამწყვეტ არგუმენტად. ამ იდიომის ფართოდ გამოყენებას სათავე დაუდო ოცდაათწლიანმა ომმა (1618-1648), რომელმაც თითქმის მთელი ევროპა მოიცვა.

კარდინალმა რიშელიემ უბრძანა თოფის ლულებზე ამოეკვეთათ ფრაზა Ultima ratio regum. ასევე იმ დროს ეს სიტყვები ცოტათი სხვა აზრს ატარებდა. ეს ნიშნავდა არა პრობლემის მოგვარების უკანასკნელ გზას, არამედ მეფის გადამწყვეტ სიტყვას, რომელიც დაასრულებდა კონფლიქტს. მოგვიანებით ამ ფრაზამ პრუსიელი მონარქი ფრიდრიხ II გაიტაცა. 1742 წლიდან ეს გამონათქვამი მისი არმიის თოფებზე იყო ამოკვეთილი.

წყარო: i-fakt.ru