onlain sesxebi - ყველა

რჩევები მშობლებს - როგორ დავამეგობროთ ძმები და დები

რჩევები მშობლებს - როგორ დავამეგობროთ ძმები და დებიგამოყავით მშობლის ინდივიდუალური დრო ყოველი შვილისთვის
სასურველია დრო, როცა მშობელთა მთელი ყურადღება მიპყრობილია მხოლოდ ამ ბავშვზე. ეს შეიძლება იყოს ერთობლივი შრომა, სეირნობა, კითხვა ან უბრალოდ საუბარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს პირმშოსთვისაა, რადგან სწორედ მას ახსოვს დრო, როცა ჯერ კიდევ მარტო იყო სახლში და მშობლები მხოლოდ მას აქცევდნენ ყურადღებას.

მოაწყეთ პირადი სივრცე თითოეულისთვის
თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე სახლში. თუ ცალკე ოთახის საშუალება არ არის, მაშინ უმჯობესია ერთი საბავშვო ოთახის დაყოფა "სამფლობელოებად". შვილს უნდა ჰქონდეს საწოლი, უჯრა, მაგიდის ნაწილი და ჭურჭელი.

შეწყვიტეთ შედარება და იარლიყების მიკერება
არასოდეს შეადაროთ შვილები ერთმანეთს, ასევე სხვა ბავშვებს. გამოიყენეთ მხოლოდ თხრობითი ტონი: "გიორგი შესანიშნავად ცეკვავს. მარიამი ძალიან კარგად მღერის". არანაირი "სამაგიეროდ" ამ სიტყვებს შორის არ უნდა ახსენოთ, ეს ხომ მათ თვითშეფასებას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

ნუ შექმნით უფროსისგან უმცროსის ძიძას
აღზრდა და მოვლა მშობელთა ვალდებულებაა. პირმშო არაა დამნაშავე იმაში, რომ თქვენ კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა გადაწყვიტეთ და ვერ გათვალეთ საკუთარი ძალები. თუ ასაკს შორის განსხვავება 12 წელზე ნაკლებია, მათი ერთად მარტო დატოვება საშიშიც კია. თუ ეს მაჩვენებელი მეტია, მაშინ უფროს შვილს შეუძლია კონკრეტულ "ფასად" კონკრეტულ დროს მიხედოს პატარა დას/ძმას თქვენს არყოფნაში.

ასწავლეთ ბავშვებს გუნდური მუშაობა
მიეცით ერთობლივი საქმე. დადგით საერთო ყულაბა, რომელშიც ყოველ ჯერზე ჩააგდებთ მონეტას, როცა დაინახავთ, რომ შვილები ერთმანეთს ზრდილოებიანად და პატივისცემით ექცევიან. აიღეთ ერთი მონეტა ყოველ ჯერზე, როცა ჩხუბს დაიწყებენ. შემდეგ ერთად გადაწყვეტენ, როგორ უნდა დახარჯონ ფული.

იყავით სამართლიანი
ნუ დაიკავებთ რომელიმე მხარეს და ნუ გამოარკვევთ, ვინაა კონფლიქტის წამომწყები. არ ღირს ბავშვების დასჯა, თუ საფრთხე ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს არ ემუქრება. ამ შემთხვევაში უნდა გააშველოთ და ცალკე დატოვოთ, რათა დამშვიდდნენ. დანარჩენ სიტუაციაში უმჯობესია ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. მიიღეთ და გაიგეთ ორივეს გრძნობები და სახე, დაეხმარეთ აზრი გადმოსცენ და გააგებინონ ერთმანეთს.

სანამ სწრაფი ინტერნეტ სესხებით სარგებლობას გადაწყვეტთ, გირჩევთ, კარგად შეაფასოთ ალტერნატივები. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა მნიშვნელოვნად იკლო, ინტერნეტ კრედიტს მაინც ვერ ვუწოდებთ იაფ სიამოვნებას. დღეს მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო ზღვარი შესაძლოა იყოს 100%, რაც ნამდვილად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მცირედი საჭიროების დროსაც კი swrafi sesxebi ავიღოთ. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დიდი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ინტერნეტში სესხებას. როდესაც საბოლოოდ გადაწყვეტთ ონლაინ კრედიტის მიღებას, კარგი იქნებოდა, თუ ჯერ შეარჩევდით თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტს და მხოლოდ ამის შემდეგ ისესხებდით თანხას. შერჩევის ფაქტორი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგალითად, საპროცენტო განაკვეთები, პირველი სესხის მაქსიმუმი, კრედიტით სარგებლობის ვადები, დამკიცებული თანხის მიღების საშუალებები და სხვა. მრავალი მნიშვნელოვანი კრიტერიუმის მიხედვით შეგიძლიათ შეადაროთ სესხები ჩვენს ვებ გვერდზე. თუ დახმარება დაგჭირდათ, დაგვიაკვშირიდთ ნებისმიერ დროს ონლაინ დახმარების ფორმის მეშვეობით.

წყარო: adme.ru