onlain sesxebi - ყველა

არათვალსაჩინო მიზეზები, რის გამოც ადრე ადგომა ძალიან მაგარია

არათვალსაჩინო მიზეზები, რის გამოც ადრე ადგომა ძალიან მაგარია

მარაგი სრულყოფილი გაღვიძებისთვის
დილით გრილი შხაპი და ერთი ჭიქა ყავა მაინც ვერ გაფხიზლებთ ბოლომდე, როგორც კარგად უნდა გრძნობდეთ თავს ჩვეული რიტუალის შემდეგ. ყველაფერი ე.წ. ძილის ბრალია, რაც 2-4 საათი გრძელდება გაღვიძებიდან. ამ დროს ყურადღება, მეხსიერება და რეაქცია არაპროდუქტიულია და ნელა იღვიძებს.


მეტად ხარისხიანი ძილი
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ადრე დგებიან, უფრო ხარისხიანად სძინავთ, ვიდრე მათ, ვინც ძალიან გვიან დგება. გვიან გაღვიძებულებს საშინელი თავისტკივილი და უხასიათობა აწუხებთ. ასევე მათი ძილის სისტემა ირღვევა.


წამოდგომა ტანჯვის გარეშე
უმჯობესია მიეჩვიოთ სრულყოფილ გაღვიძებას მაღვიძარის პირველივე ზარზე, არაა საჭირო მისი გადაწევა 5 წუთით. ეს ძილს კი არ ახანგრძლივებს, არამედ მხოლოდ არღვევს მის ციკლს. შედეგად ვერ იგრძნობთ სიფხიზლეს, დღის განმავლობაში კი მუდმივად ძილი მოგინდებათ.


კარგი ფიზიკური ფორმა
მაღვიძარის გადაწევის ჩვევა არა მარტო აზიანებს თქვენს ძილს, არამედ არღვევს ნივთიერებათა ცვლას და სიმსუქნისკენ მიყავხართ. საწოლში გორაობის მაგივრად, ჯობს ეს დრო საკუთარი ფორმის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას დაუთმოთ.


მეტი ბედნიერება
ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა და ბედნიერება დამოკიდებულია მისი დღის დასაწყისზე. როგორც კვლევებმა აჩვენეს, ადრე ამდგარი ადამიანები უფრო მყარი ემოციური მდგომარეობით გამოირჩევნიან, ვიდრე სხვები. ის, ვინც მუდამ გვიან დგება, ადვილად ვარდება სტრესსა და დეპრესიაში.

წყარო: adme.ru
Регистрация