onlain sesxebi - ყველა

სულელური ამერიკული კანონები

სულელური ამერიკული კანონები
კენტუკიში ნებისმიერი, ვინც დალია, ითვლება "ფხიზლად", სანამ ფეხზე დგომა შეუძლია

მასაჩუსეტსის შტატში ხვრინვა დაშვებულია, თუ საძინებლის ყველა ფანჯარა საიმედოდაა ჩარაზული. ხოლო ნათესავს მიცვალებულის ორმოცზე 3 ბუტერბროდზე მეტის ჭამის უფლება არ აქვს.

ბრეინერდში (მინესოტა) ყოველი ადამიანია ვალდებული, გაიზარდოს წვერი, ასევე არ შეიძლება ტანსაცმლის გარეშე ძილი. შტატ მინესოტაში კიდევ აკრძალულია ნებისმიერი შენობის წინ დგომა უმიზეზოდ.

მიჩიგანში, მოქმედი კანონმდებლობით, ყოველი სტომატოლოგი ოფიციალურად კლასიფიცირებულია, როგორც "მექანიკოსი".
მიჩიგანში ცოლს არ აქვს ქმრის ფოსტის შემოწმების უფლება.

ნიუ-მექსიკოში არ გაქვთ უფლება მთავარ ქუჩაზე ჭამოთ. გარდა ამისა, ქალებს ეკრძალებათ პუბლიკაში გაუპარსავად გამოცხადდნენ, ასევე თეატრის კიბეებზე დაფურთხება.

ნიუ-იორკში ქალს არ აქვს უფლება გამოცხადდეს ხალხმრავალ ადგილას ზედატანის გარეშე, თუ დაკავებული არაა რეკლამით.

წყარო: i-fakt.ru