onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ჩანჩქერებზე

საინტერესო ფაქტები ჩანჩქერებზე
ჩანჩქერი ანგელა ვენესუელაში - ეს ყველაზე მაღალი ჩანჩქერია მსოფლიოში. წყალი აქ 1010 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. მდინარე ბიელვეფოსი ნორვეგიაში 866 მეტრიდან ეშვება. უმაღლეს ჩანჩქერად ასევე ითვლება იოსემიტე - კალიფორნიაში (აშშ) - 792 მეტრი და სატერლენდი ახალ ზელანდიაში - 580 მეტრი.

თუმცა მსოფლიოში ყველაზე გასაოცარი ჩანჩქერები სულაც არ არიან ყველაზე მაღლები. მდინარე ზამბეზიზე "ვიქტორიას" ჭავლი 120 მეტრიდან 1500 მეტრის სიგანეზე ეცემა. ამ ჩანჩქერის ხმაური 15 კილომეტრზე ისმის. წყლის შხეფები 18 კილომეტრიდან ჩანს.

ნიაგარას ჩანჩქერი ყოველ წამს 6000 ტონა წყალს უშვებს 50 მეტრის სიმაღლიდან. ნიაგარა(Ongniaahra) იროკეზთა ენაზე "ორად გაყოფილ მიწას" ნიშნავს. მისი ხმა 25 კილომეტრზე ისმის.

ვიქტორია და ნიაგარას ჩანჩქერი ნამდვილად ყველაზე გრანდიოზული ჩანჩქერებია მთელ მსოფლიოში.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация