onlain sesxebi - ყველა

ბრიტანეთში სველი ხელსახოცების აკრძალვას ითხოვენ

ბრიტანეთში სველი ხელსახოცების აკრძალვას ითხოვენ გაგიგიათ, რომ სხველი ხელსახოცის ჩარეცხვა არ შეიძლება უნიტაზში? მოგვეჩვენებოდა, რომ ყველას ესმის, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ამის ამკრძალავი ნიშნები ყოველდღე ახალ ადგილას ჩნდება.

ბრიტანეთში ამ საკითხს სერიოზულად მიუდგნენ და აპირებენ სველი ხელსახოცის გაყიდვის აკრძალვას. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ ხალხი მათ უნიტაზში რეცხავს. საკანალიზაციო მილების გაჭედვის მიზეზი 93%-ით სველი ხელსახოცია.

პრობლემა სველ ხელსახოცში შემავალ პლასტიკშია. ასე რომ, ის არ იხრწნება ჩვეულრებრივი ქაღალდივით. ქვეყნის ხელისუფლება აპირებს არჩევანი მისცეს მწარმოებლებს: ან შეწყვეტენ პლასტმასის გარევას, ან შეწყვეტენ მთლიანად გამოშვებას.

პოლიეთილენის ცელოფნებზე უკვე დიდი ხანია ვიცით, ასეთივე დამღუპველია სველი ხელსახოცი. თუ ის, მაგალითად, ოკეანეში მოხვდება, ჭამენ ზღვის არსებები და იღუპებიან. ასევე ხდება გარეულ ცხოველებთან.

ინგლისში კატასტროფის მასშტაბის დასადგენად ჩაატარეს კვლევა და გაარკვიეს, რომ ქალაქ კენტის მოსახლეობამ კანალიზაციაში 2000 ტონა სველი ხელსახოცი ჩაყარა. დიად-დიახ, სწორედ კანონმორჩილმა ბრიტანელებმა!

2013 წელს ლონდონის კანალიზაციაში სხველი ხელსახოცების მიერ დაგორვებული ცხიმების ავტობუსის ხელა მასა აღმოაჩინეს.

ყველაზე დიდ ზიანს ხელსახოცი პატარა ბავშვებს აყენებს. მასზე არსებული ქიმიური ელემენტები და მათ შორის სპირტი, დიდი ადამიანისთვისაც კი მავნებელია.

ვადაგასული სველი ხელსახოცის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ყოველ ქიმიურ ნივთიერებას ასევე აქვს შენახვის ვადა. ეს დამატებით ზიანს აყენებს თქვენს კანს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმს განაცხადა, რომ ინგლისში 2042 წლისთვის უნდა გაქრეს ყველანაირი პლასტიკური საქონელი, რომლის გარეშეც სიცოცხლე შესაძლებელია.

წყარო: ofigenno.com
Регистрация