onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები კოფეინზე

საინტერესო ფაქტები კოფეინზე
არსებობს სწორი და არასწორი დრო კოფეინის მისაღებად
კორტიზოლი - სტრესის ჰორმონი, რომელიც ყურადღებიანობასა და სიფხიზლეს გვმატებს. თუმცა, კორტიზოლის ზედმეტ რაოდენობას შეუძლია მიგვიყვანოს დიაბეტამდე, წონის მომატებამდე, დაღლილობამდე, იმუნური სისტემის დარღვევამდე. როცა იღვიძებთ, თქვენი სხეული უამრავ კორტიზოლს გამყოფს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ კოფეინი დილით. უმჯობესია კიდევ 1-2 საათი მოიცადოთ.

ენერგეტიკული სასმელი ნაკლებ კოფეინს შეიცავს, ვიდრე ყავის ერთი ჭიქა
ბევრს ყველაფერი ეს პირიქით ჰგონია, და ენერგეტიკული სასმელი მართლაც მეტს შეიცავს, ვიდრე ყავა. თუმცა რეალურად ყავის ერთი ჭიქა ერთ ქილა ენერგეტიკულ სასმელზე 120 მგ-ით მეტ კოფეინს შეიცავს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენერგეტიკული სასმელი უფრო ჯანმრთელი არჩევანია. ის ასევე შეიცავს შაქარს და უამრავ ქიმიურ დანამატს.

500მგ. კოფეინი ყოველდღე - ეს ძალიან ბევრია
აი კოფეინის მოყვარულთა მუდმივი კითხვა: რამდენია ყავის ლიმიტი? ნორმად ითვლება 200მგ კოფეინი დღეში, ესაა ერთი დიდი და 2 პატარა ჭიქა, ხოლო 500 მგ კოფეინი დღეში ზედმეტად ბევრია. ამისათვის 5 პატარა ჭიქა უნდა დალიო. ვისაც ოდესმე გაუკეთებია ეს, იცის, რომ ეს ზედმეტია. 500-მა მილიგრამმა კოფეინმა შეიძლება უფრო აგრესიული გაგხადოთ, ასევე გაგიჭირდებათ დაძინება. ეს ასევე იწვევს გულის აჩქარებას, რაც მუდმივი ღელვის მიზეზი გახდება.

კოფეინის ძალიან დიდ რაოდენობას სიკვდილამდე მივყავართ
ეს იშვიათობაა, როცა ვინმე კოფეინის დიდი დოზის მიღების შემდეგ უსულოდ ეცემა ძირს. ამისათვის 30 ჭიქაა საჭირო, რათა შედეგი ფატალური იყოს. თუმცა სიკვდილი შეიძლება არა კოფეინმა, არამედ ყავაში დამატებულმა პრეპარატებმა და სხვადასხვა ნივთიერებებმა გამოიწვიონ. თუმცა საბოლოო ჯამში, კოფეინით სიკვდილი ძალიან ძნელია.

წყარო: i-fakt.ru