onlain sesxebi - ყველა

რჩევები მათ, ვისაც ჭამისგან თავის შეკავება უჭირს

რჩევები მათ, ვისაც ჭამისგან თავის შეკავება უჭირს 1. მარტომ მიირთვით
თუ ჭამის დროს ადამიანი ცდება და არ აქცევს ყურადღებას თავის ულუფას, ის მეტს იღებს. ტელევიზორის ყურებისას ულუფები დაახლოებით 14%-ით იზრდება, მეგობრებთან საუბრისას კი - 18%-ით.

2. აღმოაჩინეთ საკუთარი ულუფა
თუ არ შეგიძლიათ ყოველ ჯერზე საკვებზე კონცენტრირება, ეცადეთ იპოვოთ საკუთარი ულუფა და მასზე ორიენტირდეთ.
გამოყავით დრო და მაშინ მიიღეთ საკვები გააზრებულად. გრძნობებთან ფრთხილად იყავით და შეწყვიტეთ ჭამა, როგორც კი დანაყრებას იგრძნობთ. დაიმახსოვრეთ, როგორ გამოიყურება თქვენთვის შესაფერისი ულუფა და თქვენს ეტალონად აქციეთ.

3. ნუ იტყვით უარს ყველა საყვარელ საკვებზე
ამის გაკეთებას რკინის ნებისყოფა სჭირდება. მაგრამ ესეც კი არ გიშველით, თუ გარე პირობები თქვენ წინააღმდეგაა. სტრესსა და დაღლილობას შეუძლია მთელი ცხოვრება დაგინგრიოთ. ეცადეთ უმეტესად ჯანმრთელი პროდუქტი მიირთვათ, თუმცა ხანდახან თუ საყვარელ ნამცხვარს გასინჯავთ არაფერი დაშავდება.

4. ნუ მიირთმევთ ქარხნული შეფუთვიდან
გნებავთ ჩიფსებს შეექცეთ? - აიღეთ ჯამი და ჩაყარეთ იმდენი, რამდენიც გინდათ რომ მიირთვათ, შეფუთვა კი შეძლებისდაგვარად მოშორებით დადეთ. ასე კონტროლს უკეთესად შეინარჩუნებთ.

5. ტკბილი სასმელები წყლით შეცვალეთ
ტკბილი გაზიანი სასმელი ტყუილად არ იყიდება სწრაფი კვების ობიექტებში: ის მადას ამაღლებს. თუ წყალს არ დალევთ, თქვენ დაახლოებით 7.8%-ით მეტს შეჭამთ. გარდა ამისა ტკბილი სასმელები თავიანთი შემცველი ნივთიერებებით გასუქების რისკს ზრდიან.

6. გაითვალისწინეთ საკუთარი სისუსტეები
ზოგიერთი დამოკიდებულია ტკბილეულზე, სხვებს სიცოცხლე არ შეუძლიათ კარტოფილი ფრის გარეშე. დაფიქრდით, როგორი კალორიული პროდუქტები ახდენენ გავლენას და გაკარგინებენ თავს, შემდეგ კი ნუღარ შეინახავთ მათ სახლში.

წყარო: lifehacker.ru
Регистрация