onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები საბერძნეთზე

საინტერესო ფაქტები საბერძნეთზე ბერძნები გვიან - 23 საათის შემდეგ წვებიან და დილის 5 საათზე დგებიან. ჯანმრთელი ძილისთვის, ეს, რა თქმა უნდა, ცოტაა. თუმცა დღისით 14-16:30 საათამდე დაწესებულებების უმეტესობა იკეტება, მუშაკებს კი საშუალება აქვთ დაიძინონ. ამ დროს არაა მიღებული ხმაური, სიჩუმის შენარჩუნებას პოლიციაც კი უწყობს ხელს.

საბერძნეთი ერთ-ერთი მსოფლიო ტურისტული ცენტრია. ყოველწლიურად ქვეყანას 17 მილიონი ადამიანი სტუმრობს, რაც მათ მოსახლეობას 6 მილიონით აღემატება.

უამრავი სიტყვა ქართულში სწორედ ბერძნულიდან შემოვიდა, ჩვენ კი ყოველდღიურად ვიყენებთ მათ და ამას ვერც კი ვამჩნევთ. ასეთი მაგალითებია: ანგელოზი, ეკლესია, მონასტერი, კანონი, ეტიმოლოგია, მუსიკა, ისტორია, ფილოსოფია, გრამატიკა, მათემატიკა, ბარბაროსი, გალია, ეპიტაფია, თეატრი, კალამი, კიტრი, კლიტე, კრიალოსანი, ლექსი, მილიონი, მელანი, საბანი, საპონი, სტაფილო, ფასი, წიგნი, ჰაერი... ყველაფერ ამას ბერძნული ფესვები აქვს.

სხვათა შორის, სიტყვა "სკოლა" ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც "დასვენება". ასე უწოდებდნენ ქუჩაში ჩამოსაჯდომ, დასასვენებელ სკამებს. სწორედ იქ, სადაც ბევრი ადამიანი ისვენებდა, ორატორებს უყვარდათ გამოსვლა. თანდათან სიტყვა "სკოლა" სასწავლო დაწესებულებებზეც გავრცელდა.

გადმოცემის თანახმად, ბერძენი ფილოსოფოსი დიოგენე კასრში ცხოვრობდა. ეს სავარაუდოდ მთარგმნელის შეცდომაა, რადგან მაშინ ჩვენთვის დღეს ცნობილი კასრები არ არსებობდა, ის ალბათ თიხის ქვევრში ცხოვრობდა.

დღესდღეობით საბერძნეთი ევროკავშირის წევრია, 2002 წლიდან ვალუტად ევროს იყენებს. მანამდე კი ბერძნები იყენებდნენ დრაჰმას, რომელიც ევროპაში უძველეს ვალუტად ითვლება, ის 2650 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.

საბერძნეთის საზღვაო ფლოტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. ქვეყნის სანაპიროზე 156 პორტია განთავსებული. თუმცა, ამავდროულად, საბერძნეთში არც ერთი სახომალდო მდინარე არ არის, რადგან მთელი რელიეფი მთაგორიანია.

საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საექსპორტო პროდუქტია ზეთისხილი. ქვეყანაში არსებობს ხეები, რომლებიც ჯერ კიდევ XIII საუკუნიდან იძლევიან ნაყოფს.

წყარო: i-fakt.ru