onlain sesxebi - ყველა

ვალუტის გაცვლის 3 ეფექტური ხერხი

1. იყიდეთ ვალუტა ბირჟაზე
ყველაზე ძნელი, მაგრამ ყველაზე ეკონომიური გზა ვალუტის ახლანდელი კურსით ყიდვისა.
თქვენ დაგჭირდებათ:

ბროკერთან შეთანხმება;

სავალუტო ანგარიშის ან ბარათის გახსნა ფულის გამოსატანად.

ბირჟა - ეს არა მაღაზია, არამედ ადგილია, სადაც ხალხი ვაჭრობს. შეგიძლიათ შეიძინოთ ვალუტა ამჟამინდელი ფასით, ან შესთავაზოთ უფრო მაღალი ან დაბალი ფასი. როგორც კი მსურველი გამოჩნდება, შეთანხმება შედგება.

ვალუტას ლოტებით ვაჭრობენ. მაგალითად, 1 ლოტი 1000 ამერიკულ დოლარს უდრის. 100 დოლარის ყიდვას ვერ შეძლებთ. ყიდვისას უნდა მიუთითოთ ლოტების რაოდენობა და ფასი, რომლის გადახდისთვისაც მზად ხართ.

2. იყიდეთ ინტერნეტ ბანკში
მსხვილი ბანკების უმრავლესობა გვთავაზობს დოლარებისა და ევროების ინტერნეტით გაცვლას მომგებიანი კურსით.
ვალუტა თქვენს ბარათზე ირიცხება, საიდანაც მარტივად შეგიძლიათ გაანაღდოთ.

3. მოხსენით ბანკომატში, ბარათიდან
ზოგიერთი ბანკი გვთავაზობს ვალუტის კონვერტაციას მომგებიანი კურსით, თუ ამას ბანკომატიდან გავაკეთებთ. პროცენტულად ეს გაცვლა მაშინაა ყველაზე მომგებიანი, როცა ცენტრალურ ბანკში ვალუტის ფასი უფრო მაღალია, ვიდრე ბირჟაზე.

წყარო: sravni.ru