onlain sesxebi - ყველა

Chrome-ის ფარული გვერდები და ფუნქციები

1. ექსპერიმენტული ფუნქციები
chrome://flags/
გვერდი Chrome Flags საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ Chrome-ის ექსპერიმენტულ ფუნქციებსა და პარამეტრებს. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთს შეუძლია არასტაბილური გახადოს ბრაუზერის მუშაობის პროცესი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ ძველ მონაცემებს დაუბრუნოთ ყველა ფუნქცია.

2. ძიების ისტორია
chrome://omnibox/
Omnibox-ის გვერდი ფლობს თქვენი მოთხოვნების ისტორიას. შეიყვანეთ სიტყვა ან ფრაზა და დააჭირეთ Enter-ს. თქვენ დაინახავთ შეყვანილი სიტყვის ყველა დამთხვევას.

3. ავტოშევსება
chrome://predictors/
ეს გვერდი შეიცავს ფრაზებისა და სიტყვების სიას, რომელსაც Chrome ავტომატური შევსებისთვის იყენებს. ეს სია უმეტესად თქვნი ძებნის ისტორიისგენ შედგება.

4. ჩანართების განტვირთვა
chrome://discards/
Chrome-ს შეუძლია ავტომატურად განტვირთოს გამოუყენებელი ჩანართები, რათა მეხსიერება დაზოგოს. აქ თქვენ შეძლებთ ნებისმიერი არასაჭირო ჩანართის მეხსიერებიდან გათიშვას.

5. მხტუნავი ტირანოზავრი
chrome://dino/
როცა Chrome-ს არ შეუძლია გვერდის ჩატვირთვა, ის მოწყენილ პიქსელოვან ტირანოზავრს გამოსახავს. თუ ამ დროს დააჭერთ ღილაკს Space, შეძლებთ მინი-თამაშის თამაშს. აქ პატარა ტირანოზავრს მოუწევს კაქტუსებზე გადახტომა. ასე შეგიძლიათ დრო გაიყვანოთ, თუ გნებავთ ხელოვნურად ჩართოთ, ზემოთ მოცემულ ბმულზე შედით.

წყარო: lifehacker.ru