onlain sesxebi - ყველა

5 რამ, რაც არაეფექტურს გხდით

5 რამ, რაც არაეფექტურს გხდით 1. ელექტრონული წერილების შეტყობინება
როცა საქმეში ხართ ჩაფლული, მონიტორის მარჯვენა ქვედა კუთხეში კი ამოხტება შეტყობინება ახალი წერილის შესახებ, თქვენი პროდუქტიულობა ეცემა. და თუ მაშინვე ეცემით და კითხულობთ, შემდეგ კი პასუხის გაცემაც არ გეზარებათ, თქვენი ეფექტურობა სამუშაო დღის ბოლომდე დაკარგულია.

2. სოციალური ქსელი
შეგხვდათ საინტერესო პოსტი ფეისბუქზე, კომენტარებში დაინახეთ ბმული, რომელსაც სხვა პოსტზე გადაყავხართ - ნახევარმა საათმა რამდენიმე წუთივით ჩაიფრინა. სამუშო დრო დაიკარგა, დავალება შეუსრულებელია, გუნებაც აღარ გაქვთ.

3. ხმაური
ღია სივრცეში არასოდესაა სიჩუმე. მაშინაც კი, თუ მონოტონური ხმაური ხელს არ გიშლით, შესაძლოა სამუშაოს თანამშრომლებთან საუბარში მოწყდეთ. მეცნიერების კვლევით, საშუალოდ 21.5 წუთი ამაში იკარგება.

4. ცხოვრების არაჯანმრთელი წესი
მავნებელი ჩვევები ძლიერ ასუსტებენ პროდუქტიულობას. თუ ეწევით, ხშირად მოიხმართ ალკოჰოლს და ღამით ბევრს ჭამთ, მომავალში უფრო მარტივად დაიღლებით და საღად ვეღარ იაზროვნებთ.

5. მუშაობა შესვენებისა და სადილის გარეშე
კლასიკური შეცდომა - ცდილობთ დღის განმავლობაში მაქსიმალურად მეტი საქმე გააკეთოთ და საერთოდ არ მოცდეთ. შესვენების გარეშე დაიწყებთ ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარის დაკარგვას, ხშირად დაიღლებით და ნაკლებად პროდუქტიულნი გახდებით.

წყარო: sravni.ru