onlain sesxebi - ყველა

„შავ სიაში“ მყოფთათვის, 1 თეთრის გარეშე და სხვა - რა ტიპის სესხებს ეძებს მომხმარებელი

swrafi sesxebi

ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ დაიხვეწა ონლაინ სესხების ბაზარი. თითქმის ყველა ტიპის მომხმარებლისთვის მოიძებნება შესაბამისი სწრაფი კრედიტი. არსებობს ინტერნეტ სესხების დამახასიათებელი მრავალი ფაქტორი, რომელთა ერთი კომბინაცია შესაძლოა მეტად უპრიანი იყოს მომხმარებლისთვის, ვიდრე მეორე. კონკრეტული მომხამრებლისთვის არებობს პირველადი და მეორადი ფაქტორები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს ონლაინ სესხმა. თუ რომელიმე სწრაფი სესხი ვერ აკმაყოფილებს პირველად ფაქტორებს, მეორე ან მესამე რიგის კრიტერიუმით მათი განხილვა 99% მომხმარებელთა შემთხვევაში აღარ ხდება და აღარ განიხილავენ მოცემულ სწრაფ კრედიტს.

რა კრიტერიუმებია ძირითადად უმთავრესი მომხმარებელთათის, რა თვისებების მიხედვით გვთხოვენ swrafi sesxebi-ს შერჩევას ონლაინ დახმარების ფორმისა თუ სხვა წყაროების დახმარებით?

1) სესხები 18 წლიდან.
რამდენიმე თვის წინათაც კი იყო ვარიანტები, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ 18 წელს გადაცილებულ პირებს მიეღოთ swrafi sesxebi, თუმცა დღეს ასეთი ტიპის კრედიტი ჩვენს კატალოგში არ ფიქსირდება, გარდა ავტო სესხებისა. ასევე ხშირად გვეკითხებიან სესხების შესახებ საპენსიო ასაკის პირთათვის. ჩვენს კატალოგში ნახავთ რამოდენიმე შეთავაზებას ამ სეგმენტისათვის.

2) სესხები 1 თეთრის გადარიცხვის გარეშე.
ხშირად მომხმარებელი ვერ რიცხავს საიდენტიფიკაციო სიმბოლურ თანხას სესხის გამცემი კომპანიის ანგარიშზე. ასეთ დროს არსებობს კრედიტები, რომლებსაც არ სჭირდებათ იდენტიფიკაცია. ძირითადად ასეთი ტიპის ონლაინ სესხის მიღება შესაძლებელია ხელზე ან ალტერნატიული მეთოდებით.

3) სესხი „შავ სიაში“ მყოფთათვის.
ასევე ხშირად მოგვდის შეტყობინებები, რომ დავეხმაროთ მომხამრებლებს ისეთი სესხით მოძებნაში, რომლის დახმარებითაც მიიღებს კრედიტს „გაშავებული“ ადამიანი. ჩვენი პასუხი ასეთ დროს ყოველთვის ერთნაირია, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას კომპანიების საკრედიტო პოლიტიკის შესახებ და უბრალოდ სცადონ სხვადასხვა ვარიანტის განაცხადის შევსება. წინასწარ ვერავინ გაიგებს დაუმტკიცდება თუ არა სესხი, კარგი საკრედიტო ისტორიითაც კი, სანამ არ შეავსებს განაცხადს.

4) უპროცენტო ონლაინ სესხი.
სულ ორიოდე წლის წინ ნამდვილად ბევრი იყო შემოთვაზება, რომელთა მეშვეობით პირველ ჯერზე ვიღებდით მოკლევადიან სწრაფ სესხს სრულიად უპროცენტოდ. დღეს ჩვენს კატალოგში სულ ერთი ცალი-ღა არის დარჩენილი ასეთი კომპანია. სამაგიეროდ, ადრინდელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული საპროცენტო განაკვეთები.

5) სესხები 24 საათის განმავლობაში.
როგორც უპროცენტო სესხების შემთხვევაში, რამდენიმე წლის წინ იყო შემოთავაზებები, რომელთა წყალობითაც სესხება შეგვეძლო ნებისმიერ დროს, კვირაში 7 დღის განმავლობაში. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი ვარიანტები აღარაა, თუმცა არსებობს კომპანიები, რომლებიც საკმაოდ გვიანობამდე გასცემენ სესხებს კვირაში 7 დღის მანძილზე.

ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომლითაც ცდილობენ მომხამრებლები შეარჩიოთ მათზე მორგებული swrafi sesxebi. რა თქმა უნდა, შეგნებულად არ ვახსენეთ ისეთი კატეგორიები, როგორებიცაა მოკლევადიანი, გრძელვადიანი, იპოთეკური თუ ავტო სესხები. მომხმარებელს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელი ტიპის კრედიტით ისარგებლებს და შემდეგ უკვე ამ კატეგორიის სესხებს ფილტრავს ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების მიხედვით. მოკლედ, თუ თქვენ ხართ 20-დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, გაქვთ საკრედიტო დაწესებულებებისათვის მისაღები საკრედიტო ისტორია, პრიორიტეტული არაა უპროცნეტო სესხი, გაქვთ საბანკო ანგარიში, საიდან შეძლებთ საიდენტიფიკაციო სიმბოლური თანხის გადარიცხვას და სესხს იღებთ სამუშაო დროს, მაშინ მრავალი ვარიანტია, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ სწრაფი კრედიტის მიღებას. თუ რომელიმე კრიტერიუმი, ზემოთ ჩამოთვლილიდან, ვერ დააკმაყოფილეთ, მაშინ შესარჩევი ვარიანტების რაოდენობა ერთეულებამდე ჩამოდის ან საერთოდ არ არის.

დაიხამრეთ ჩვენი კატალოგი თქვენს პირობებს მაქსიმალურად მორგებული ონლაინ სესხის შერჩევაში. შეადარეთ სესხები სხვადასხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმის მიხედვით და აირჩიეთ მხოლოდ ხელსაყრელი ვარიანტი.