onlain sesxebi - ყველა

7 საინტერესო ფაქტი ჩვენი ისტორიიდან

7 საინტერესო ფაქტი ჩვენი ისტორიიდან

1. ყველასათვის საყვარელ მსახიობ რობინ უილიამსს მთელი გულიტ სურდა ჰაგრიდის როლი ეთამაშა ჰარი პოტერის ფილმებში, თუმცა წიგნის ავტორმა ჯ.კ. როულინგმა მკაცრად განაცხადა, რომ ფილმში მხოლოდ ბრიტანელებს უნდა ეთამაშათ.

2. ჩიკაგოს ერთ-ერთ სკოლაში საქვემოქმედოდ თანხას კრეფდნენ, აქციის ფარგლებში კი ჯასტინ ბიბერის სიმღერა Baby ჩართეს და განაცხადეს, რომ არ გამორთავდნენ, სანამ საჭირო თანხა არ აგროვდებოდა. 3 დღეში მოსწავლეებმა 1000 დოლარი შეაგროვეს.

3. თავისუფლების დეკლარაციისა და ვირჯინიის რწმენის თავისუფლების კანონის ავტორმა, ასევე აშშ-ს მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა შექმნა ბიბლიის საკუთარი ვერსია მაკრატლით. მისი ნაშრომის აზრი სასწაულების არ არსებობა იყო. ეს არის იესო ქრისტეს ცხოვრების რაციონალისტური აღწერა. წიგნი გარდამოხსნითა და დასაფლავებით მთავრდება. აღდგომა ამოღებულია.

4. ცოტამ თუ იცის, რომ 1997 წელს, როცა Apple ბანკროტის პირას იდგა, ფული მის გადასარჩენად კომპანიის ყველაზე დიდმა კონკურენტმა - Microsoft-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა გაიღო.

5. "ბოჰემური რაპსოდიის" კლიპში ისე ჩანს, თითქოს ჯგუფის ყოველი წევრი მღერის, თუმცა სიმღერის მთელი ვოკალური ნაწილი მხოლოდ ფრედი მერკურიმ შეასრულა.

6. ყველაზე მოხუცი არსება ხმელეთზე 186 წლის კუ, სახელად ჯონათანია.

7. შოკოლადის ფილა პირველად 1847 წელს დამზადდა, მანამდე მას მხოლოდ ცხელი შოკოლადის სახით სვამდნენ.

წყარო: onedio.ru
Регистрация