onlain sesxebi - ყველა

როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების მეტად უცნობი დამაარსებლები

Lacoste - რენე ლაკოსტი
ამ მთელს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის შემქმნელი ჩოგბურთელი გახდა. 20-იან წლებში ტენისს გრძელსახელოიანი პერანგებით თამაშობდნენ. ერთ-ერთი ტურნირისათვის რენემ თავად შეიკერა პერანგი მოკლე სახელოებით. 1933 წელს სპორტიდან წავიდა და საკუთარი ფირმა დააარსა. იმის გამო, რომ სპორტული კარიერის დროს მას ალიგატორი შეარქვეს, ლოგოტიპის იდეაც აქედან მოვიდა.
როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების მეტად უცნობი დამაარსებლები


Nike - ფილ ნაითი
ახალგაზრდობაში ნაითს სირბილი იტაცებდა, მაგრამ სპორტული ფეხსაცმლის ხარისხი არასოდეს აკმაყოფილებდა. მაშინ მან დააარსა ფირმა Blue Ribbon Sports, რომელიც ფეხსაცმელს იაპონიიდან ზიდავდა. შემდეგ, ტვირთის პრობლემების გამო, გადაწყვიტა საკუთარი კომპანია დაეარსებინა. თავდაპირველად მას "მეექსვსე განზომილება" უნდა ჰრქმეოდა, თუმცა ნაცნობებმა უარი უთხრეს და დღევანდელი Nike-ც ასე მივიღეთ.
როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების მეტად უცნობი დამაარსებლები


Google - სერგეი ბრინი და ლარი ფეიჯი
როცა ლარი და სერგეი სტენფორდის სტუდენტები იყვნენ, დაწერეს საკვლევი სამუშაო ინტერნეტ-ძებნის სისტემაზე, 1988 წელს კი თავისივე კვლევების მიხედვით გაუშვეს ახალი საძიებო სისტემა Google. ამ გიგანტის ზომებს კი დღეს ნათლად ვხედავთ.
როგორ გამოიყურებიან ცნობილი ბრენდების მეტად უცნობი დამაარსებლები

წყარო: ofigenno.com