onlain sesxebi - ყველა

5 საფრთხე, რაც მაისში გველოდება

5 საფრთხე, რაც მაისში გველოდება 1. ტკიპები
ეს სისხლისმწოველები თბილი დღეების დადგომასთან ერთად ძალიან აქტიურები ხდებიან. გაითვალისწინეთ: ტკიპების აკიდება არამარტო ტყეებში, არამედ ქალაქურ პარკებსა და სვერებში, საკუთარი სახლის ეზოშიც კი შეიძლება.

ისინი არამარტო უსიამოვნო, არამედ საკმაოდ საშიშებიც არიან: არიან ლაიმის დაავადებისა და ტკიპის ენცეფალიტის გადამტანნი. ამ დაავადებების გართულება მძიმე შედეგებს, დამბლასაც კი იწვევს.

2. ალერგია
სწორედ მაისში გვესტუმრება ტრადიციული საგაზაფხულო ალერგია მტვერზე. ამ დროს ყვავის უამრავი ხე და ყვავილი, რომელიც ალერგიას იწვევს. ამის გამო ბუნებაში სასიამოვნო დასვენების მაგივრად აცრემლებულ თვალებს, სურდოს, მუდმივ ცემინებას, მშრალ ხველასა და გამონაყარს ვიღებთ.

3. გადაციება
მაისის დასაწყისში ბევრი გადაწყვეტს კარავით ბუნებაში წავიდეს და ღამე გაათიო. მაგრამ გაზაფხული მატყუარაა: დღე ცხელია, ღამე ცივი. გამოუცდელ ტურისტებს გადაციება და ფილტვების ანთება ემუქრებათ.

4. ცხელი მზე
მაისში ძალზედ მარტივია გათბობა. გვეჩვენება, თითქოს გაზაფხულზე ჯერ კიდევ არაა მზე ისეთი "მრისხანე", როგორც ზაფხულში. ამიტომაც, თუ ამინდი ხელს გვიწყობს, მზეზე მშვენიერ დღეს გავატარებთ.

თუმცა ეს შეცდომაა. მაშინაც, თუ ქუჩაში გრილა, ღია ფერის (და არა მარტო) კანის მქონე ხალხი რამდენიმე წუთში დამწვრობას იღებს.

5. შხამიანი გველები
სამაისო პიკნიკზე შესაძლოა გველს დავაბიჯოთ: რეპტილიები მზეზე გასათბობად გამოდიან ზამთრის ძილის შემდეგ. მათი შემჩნევა ხშირ ბალახში ძნელია. როგორც წესი, გველი პირველი თავს არ ესხმის, მაგრამ, თუ დააბიჯებთ, საპასუხოდ გიკბენთ.

წყარო: lifehacker.ru