onlain sesxebi - ყველა

5 შეცდომა, რის გამოც წარმატებულ ბიზნესს ვერ ვაწყობთ

5 შეცდომა, რის გამოც წარმატებულ ბიზნესს ვერ ვაწყობთ

1. მე წარმატებას ვიმსახურებ
ბევრმა ადამიანმა იცის, რომ წარმატებას უნდა მიაღწიოს და მზადაა ბევრი იშრომოს ამისათვის.

თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, წარმატება თავისით ესტუმრებათ. მათ არაჩვეულებრივი ბედი აქვთ, წლობით უბრალო მაკარონს მიირთმევდნენ, ცხრა წლის ასაკში კი დედამ მიატოვა და ფოსტალიონთან გაიქცა. ისინი თვლიან, რომ უკვე გადაიხადეს ყველაფრისთვის.

სინამდვილეში თითოეული ადამიანის ცხოვრება აღსავსეა სიძნელეებით. მაგრამ ეს არ აძლევთ მათ იმის უფლებას, რომ სანაცვლოდ ჯილდო მოითხოვონ. წარმატებას იმსახურებს ის, ვინც საკუთარ თავზე მუშაობს. ყოველი წამოწყება - ესაა ახალი შესაძლებლობა წარმატების მიღწევისა.

თქვენ წარმატებას გაძლიერებული შრომით, სწორი ნაბიჯებითა და ნებისყოფით მიაღწევთ.

2. წარმატება მარტივად მისაღწევია
სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით შეტყობინებებს ფულის მარტივად შოვნის შესახებ. მაგალითად, "იშოვეთ 30 000 დოლარი, სანამ გძინავთ" ან მსგავსი სისულელე. ხალხი მოისყიდება და ირწმუნებს, რომ საჭირო არაა წარმატების მისაღწევად ბევრი იშრომო. უნდა გაითავისოთ: წარმატება - ესაა ბრძოლა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს.

3. შეიძლება ზედმიწევნით, მაგრამ მარტივად იმუშაო
ვიღაც შეიძლება თაღლითობდეს და არ იტვირთებოდეს ზედმეტი სამუშაოთი. მაგრამ ნამდვილი წარმატება არ არსებობს მძიმე შრომისა და გონების დაძაბვის გარეშე. ზედმეტად ხშირად გვსურს სისტემის მოტყუება და შრომისგან თავის არიდება. დაიმახსოვრეთ: მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, რათა მძიმე შრომამ მეტი ფული მოიტანოს.

4. სამყარო ჩემ გარშემო ბრუნავს
ხალხს უყვარს საკუთარ თავზე მოყოლა. ხშირად ამაზე დროის 95% მიდის. ამ დროს კი ნამდვილად წარმატებული ადამიანები გარშემომყოფთა წარმატებებზე არიან კონცენტრირებულნი. დაიმახსოვრეთ: თქვენ აღწევთ წარმატებას მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ადამიანს ეხმარებით პრობლემის მოგვარებაში.

5. ვიცი ყველაფერი, რაც მჭირდება
ხალხი ხშირად ავლენს ინტერესს ცოდნის მიმართ, მაგრამ როცა ასწავლი, ცდილობენ თავიანთი ცოდნა გამოაჩინონ. უმჯობესია არ მოიქცეთ ასე და მოუსმინოთ მას, ვინც თქვენზე მეტი იცის. გარდა ამისა, ყოველი ადამიანის გამოცდილება უნიკალურია.

წყარო: sravni.ru
Регистрация