onlain sesxebi - ყველა

4 ნიშანი იმისა, რომ ფსიქოთერაპევტს უნდა ესტუმროთ

"თითქოს ყველაფერი კარგადაა, თუმცა დილაობით ვიღვიძებ - და გართობა მინდება"
ხანდახან ისეთ მდგომარეობაში ხართ, თითქოს გონებიდან რაიმე სამწუხარო მომენტი ამოგიშალეს, გრძნობები კი საერთოდ დაივიწყეთ. შედეგად დარჩით კარგ მოგონებებთან, მუდმივ დაძაბლობაში. საიდან ჩნდება ეს შეგრძნება?
ფსიქოთერაპევტი აუცილებლად გაარკვევს, რაშია პრობლემა. მიზეზი შეიძლება იყოს უბრალო დეპრესიის საწყისიცა და სერიოზული დაავადების სიმპტომიც. შესაძლოა უბრალოდ თავად ვერ აღიქვამდეთ რეალურ სიტუაციას თქვენ გარშემო და ეს დაძაბულობა თქვენი გამოწვეული იყოს.

"მეჩვენება, თითქოს იმას არ ვაკეთებ რაც მინდა. და საერთოდ, არ ვცხოვრობ საკუთარი ცხოვრებით"
თქვენი მეორე ნახევარი - ეს არ არის თქვენი ნახევარი; სხვა სპეციალობას შეისწავლიდით, პოტენციალიც სხვაგან გაქვთ; ეს საშინელი ქალაქი - ის ხომ საერთოდ არ შეგეფერებათ! ყველაფერი ეს თქვენს ცხოვრებას გახსენებთ.
სავარაუდოდ პრობლემა თქვენს აღზრდაში და იმედებშია, რომლებსაც მშობლები ამყარებდნენ თქვენზე. უკეთესად ექიმი აგიხსნით.

"მუდამ თავი/მუცელი მტკივა, თუმცა ვერც ერთმა ექიმმა იპოვა პრობლემის მიზეზი"
ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ყოველი დაავადება ნერვებიდან მოდის. ყოველწლიურად მრავალი კვლევა ამტკიცებს სტრესის გამოვლინების უფრო ფართო სპექტრს, ფიზიკური ნაკლების სახით. ეს შეიძლება იყოს კუჭის ქრონიკული აშლილობა და თავის ტკივილი, ხშირი გაციება და სექსუალური ლტოლვის ნაკლებობაც კი. ამიტომაც, თუ დიაგნოზი ვერავინ დაგისვათ, ჯობს საკუთარ თავში ჩაიხედოთ.

"პროკრასტინაციას ვერაფრით ვუმკლავდები"
უნდა გაიგოთ: პროკრასტინაცია (მერე გავაკეთებ) - ესაა არა პრობლემა, არამდ სიმპტომი. დროის მართვა, ნებისყოფა და სხვადასხვა ტრენინგი ვერ დაგეხმარებათ. პროკრასტინაციას შეიძლება მეტად სერიოზული მიზეზები ჰქონდეს, თქვენი ურწმუნობით დაწყებული, თქვენივე მშობლების შეცდომებით დამთავრებული.

წყარო: adme.ru