onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები 1 მაისსის შესახებ

საინტერესო ფაქტები 1 მაისსის შესახებ 1 მაისის ზეიმი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღე იყო, თუმცა დღეს ცოტამ თუ იცის, რატომ აღნიშნავენ მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს ზუსტად 1 მაისს.

ყველაფერი 1886 წლის 1 მაისს დაიწყო ამერიკულ ქალაქ ჩიკაგოში. ამ დღეს ქუჩაში გამოვიდა ათასობით ადგილობრივი მუშა, რვასაათიანი სამუშაო დღის კანონის მიღების მოთხოვნით. მიტინგები რამდენიმე დღე გაგრძელდა, პოლიციასთან შეტაკებაში ზოგი დაიღუპა. მსხვერპლთა რაოდენობას 4-დან 50-მდე ითვლიან.

1889 წელს II ინტერნაციონალის კონგრესმა, რომელიც პარიზში მიმდინარეობდა, მიიღო გადაწყვეტილება 1 მაისს მუშათა სოლიდარობის საერთაშორისო დღე დაემკვიდრებინა. საბჭოთა კავშირში ეს არ იკმარეს და 1928 წელს 1 მაისს 2 მაისიც დაუმატეს და საზეიმოდ ორი დღე გამოაცხადეს.

სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ საპირველმაისო ზეიმი სათავეს აშშ-ში იდებს, ამ ქვეყანაში შრომის დღეს 1 მაისს კი არა, სექტემბრის პირველ ორშაბათს აღნიშნავენ. ის ოფიციალური დღესასწაულია ქვეყნის ყველა შტატში.

1 მაისი სახელმწიფო დღესასწაულია მსოფლიოს 66 ქვეყანაში. ის აღინიშნება ისეთ ეკზოტიკურ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა არუბა, ბანგლადეში, ზიმბაბვე და შრი-ლანკა.

წყარო: adme.ru