onlain sesxebi - ყველა

როგორ ასწავლიან ბავშვებს ფულთან მოპყრობას სხვადასხვა ქვეყანაში

როგორ ასწავლიან ბავშვებს ფულთან მოპყრობას სხვადასხვა ქვეყანაშიაშშ
ამერიკელ მოზარდთა უმეტესობა ჯიბის ფულს თავად შოულობს არდადეგებზე ან სკოლის შემდეგ. ფულის კეთებისა და მუშაობის დაწყების ასაკი განსაზღვრულია ყველა შტატში. მაგალითად, ნიუ ჯერსიში 12 წლიდან შეგიძლია გახდე გაზეთის დამტარებელი, ფერმერი, მებაღე, ძიძა და ა.შ. 14 წლის შემდეგ შეგიძლია იყო გამყიდველი, სანაპიროს მაშველი, დმლაგებელი. 16 წელს გადაცილებულ მოზარდებს კი შეუძლიათ უკვე ავტომობილები და სხვადასხვა მექანიზმები შეითვისონ. თუ წელიწადში 4000$-ზე მეტს შოულობენ, გადასახადი უნდა იხადონ.

თურქეთი
საზეიმო დღეებში მიღებულია ბავშვისთვის ფულის ჩუქება. ჩვეულებრივ, ამ საჩუქარს გაიღებენ უფროსი ნათესავები, რომელთაც ბავშვი ხელზე უნდა ემთხვიოს. ფული ყულაბაში გროვდება, რამდენიმე წელიწადში კი ადამიანი თავის კუთვნილ ფულს იღებს.

შვედეთი
ფინანსურ ცოდნას შვედი ბავშვები პროფილურ კლასებში იღებენ. მე-9 კლასის შემდგომ ისინი გადადიან კოლეჯში, სადაც მიმართულებას ირჩევენ. მოსწავლეებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ეკონომიკური ცოდნა მიიღონ, ასწავლიან საკუთარი ბიზნესის განვითარებას.

შვეიცარია
შვეიცარიული სასწავლო პროგრამა კანტონიდან კანტონში იცვლება. მაგალითად, ციურიხში ბავშვებს ფულის დათვლას მეორე კლასიდან ასწავლიან. ადგილობრივები ცდილობენ ბავშვები დამოუკიდებლად გაზარდონ. სკოლა სთხოვს მათ არ ჩაერიონ სწავლების პროცესში და არ დაეხმარონ საშინაო დავალების შესრულებაში თუ ბავშვი ამას თავად არ სთხოვთ.

წყარო: sravni.ru
Регистрация