წარმატებები, მისტერ გორსკი - ვინ მოიკითხა ნილ არმსტრონგმა მთვარიდან
onlain sesxebi - ყველა

წარმატებები, მისტერ გორსკი - ვინ მოიკითხა ნილ არმსტრონგმა მთვარიდან

წარმატებები, მისტერ გორსკი - ვინ მოიკითხა ნილ არმსტრონგმა მთვარიდან

სწორედ ნილ არმსტრონგი მეთაურობდა კოსმოსურ ხომალდ "აპოლო-11-ს", რომელიც პირველად კაცობრიობის ისტორიაში 1969 წლის 20 ივლისს მთვარეზე დაჯდა. სწორედ მან გადადგა პირველი ნაბიჯი მთვარეზე, სამსაათიანი გასეირნების შემდეგ კი დედამიწაზე ცნობილი სიტყვები "ადამიანისთვის ერთი პატარა ნაბიჯისა და კაცობრიობისთვის ერთი დიდი ნახტომის" შესახებ.

თუმცა, სანამ ბორტზე დაბრუნდებოდა, კოსმონავტმა კიდევ ერთი ფრაზა წარმოთქვა: "წარმატებები, მისტერ გორსკი". ამ რემარკის აზრი ხნიერმა არმსტრონგმა ჟურნალისტებს მხოლოდ 1995 წელს გაუმხილა.

NASA-ში თვლიდნენ, რომ ეს უბრალოდ ერთი საბჭოთა კომუნისტის გამოწვევა იყო. თუმცა გადაამოწმეს და ასეთი კოსმონავტი საბჭოთა კავშირს არ ჰყავდა. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში არმსტრონგს ყოველ შეხვედრაზე ეკითხებოდნენ ამის აზრს, ის მხოლოდ იღიმოდა დ აამბობდა, რომ არაფრის თქმა შეეძლო.

თუმცა მრავალი წლის შემდეგ არმსტრონგმა, როგორც იქნა, უპასუხა. მისტერ გორსკი გარდაიცვალა, და ნილიც გრძნობდა, ამით აღარავის ავნებდა.

ერთხელ, როცა მოზარდები ბეისბოლს უკანა ეზოში თამაშობდნენ, არმსტრონგის მეგობარმა ბურთი ისე ისროლა, რომ ის მეზობლების - მისტერ და მისის გორსკის საძინებლის ფანჯრის ქვეშ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და გაშორებასთანაც ახლოს იყვნენ. როცა ბიჭი ბურთის ასაღებად დაიხარა, გაიგონა სიტყვები:

-ამას მხოლოდ მაშინ მიიღებ, როცა მეზობლის ბიჭი მთვარეზე დაჯდება!

არ იყო ძნელი მისახვედრი, რას ითხოვდა ქმარი ცოლისგან, ბიჭმა კი ეს ყველაფერი დაიმახსოვრა.

წყარო: i-fakt.ru