onlain sesxebi - ყველა

უკეთესი აზრებისა და ახალი იდეების გენერირების 4 გზა

უკეთესი აზრებისა და ახალი იდეების გენერირების 4 გზა1. დილის გვერდები
იდეების გენერირების შესაძლებლობა უსაზღვროა და პირდაპირ კავშირშია საკუთარი აზრის სწრაფ და ზუსტ ფორმულირებასთან. თუ გსურთ ის განივითაროთ, ერთ-ერთი ექსპერტი გირჩევთ გააკეთოთ "დილის გვერდების" სავარჯიშო. ყოველ დილას საუზმემდე ჩაიწერეთ საკუთარი ფიქრები და განცდები სამ გვერდზე. საჭიროა ჩაწერო ყველაფერი, რაც იმ წუთს თავში მოგივა.

ტექნიკა გვეხმარება გონებრივი "ნაგვის" მოშორებაში. ფურცელზე გადმოტანილი ფიქრები ადგილს ახალი იდეებისთვის ათავისუფლებენ.

2. შეცვალეთ ჩვევა
ყოველდღე, როცა ერთსა და იმავე მოქმედებას ერთი და იგივე მარშრუტით ვასრულებთ, ტვინს ვაყენებთ ავტორეჟიმზე და ახალ იდეებს კარებს ვურაზავთ. რათა გონება ჩაირთოს, სცადეთ ახალი გზა სამსახურამდე, სადილზე რაიმე უჩვეულო დაამზადეთ, მოუსმინეთ ახალ მუსიკას.

"სათადარიგო" ხელის გამოყენებაც კი დაგეხმარებათ ტვინის ორივე ნახევარსფეროს გააქტიურებაში. ასე თქვენი აზრები და ემოციები უფრო გამოკვეთილი და გასაგები იქნება.

3. შექმენით რიტუალები
ყოველდღიურ საქმეებში ჩვევების შეცვლა სასარგებლოა, ხოლო შემოქმედების პროცესში - პროექტზე მუშაობისას, სურათის შექმნისას ან სტატიის წერიას - უნდა მოვერიდოთ უჩვეულო მოქმედებებს.

სტივენ კინგი თავის წიგნში "როგორ დავწეროთ წიგნი" წერს, რომ ტვინი იმახსოვრებს მუშაობისას განცდილ გარემოს, აქტივობებს და შემდგომში შთაგონებას თქვნეთვის საჭირო დროს გაგრძნობინებთ. მწერალი ასევე ამბობს, რომ თუ ეს პირველად არ გამოვიდა, მეათედ ნამდვილად გამოვა.

4. მეტი ფიზიკური აქტივობა
აერობულ საქმიანობას საუკეთესო იდეები და აზრები ჩვენი ტვინის სიღრმიდან ამოაქვს. კვლევების თანახმად, ფიზიკური აქტივობისას გონება ფართოვდება, განწყობაც მაღლდება. ამის საუკეთესო მაგალითია ალბერტ აინშტაინი, რომელსაც ფარდობითობის თეორია თავში ველოსიპედით სეირნობისას მოუვიდა.

სირბილი, ცურვა, სპორტული სიარული, თხილამურები - აირჩიეთ ის, რაც გიყვართ.

წყარო: adme.ru
Регистрация