onlain sesxebi - ყველა

როგორ დავზოგოთ ფული ინტერნეტ-მაღაზიებში?

როგორ დავზოგოთ ფული ინტერნეტ-მაღაზიებში?
ნუ იყიდით მაშინვე, დააკვირდით
თუ რაიმე მოგეწონათ, ნუ იჩქარებთ შეძენას, ეს შეიძლება იმპულსური შენაძენი აღმოჩნდეს, ან შეიძლება სულ მალე გაიაფდეს. უბრალოდ სურვილების სიაში დაამატეთ და დააკვირდით ფასის ცვლილებას.

ითხოვეთ ფასდაკლება
თუ ძალიან მოგეწონათ საქონელი და ფული გენანებათ, მაშინ გამყიდველს მოკლე წერილით მიმართეთ და ფასდაკლება სთხოვეთ. ის შეიძლება შეგხვდეთ და შეგითანხმდეთ.

საქონელი სხვა ინტერნეტ-მაღაზიებშიც მოძებნეთ
არ ღირს ერთ ინტერნეტ-მაღაზიაზე ჩაციკლვა. ათობით საიტი არსებობს, სადაც უფრო იაფად შეიძლება ყიდვა. მაგალითად, ბევრი მიეჩვია AliExpress-ზე ნივთების შეძენას, ზოგჯერ alibaba-საც მიმართავენ.

იყიდეთ მეგობრებთან ერთად
ინტერნეტ-მაღაზიებში არსებობს ნივთები, რომლებიც არამხოლოდ თქვენ, არამედ მეგობრებსაც სჭირდებათ. შეგიძლიათ რაიმე ერთად შეიძინოთ და ფასდაკლებაც მიიღოთ. მთავარია დაიმახსოვროთ: არ იყიდოთ მრავალი ნივტი უბრალოდ ეკონომიის გამო, ასე უამრავ უსარგებლო რამეს დააგროვებთ და გამოვა, რომ ფულიც ტყუილად გადაყარეთ.

წყარო: sravni.ru
Регистрация