onlain sesxebi - ყველა

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ფულზე?

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ფულზე?

3-4 წელი
აუხსენით ბავშვს "ძვირის" და "იაფის" მნიშვნელობა.

აუხსენით, რომ ყოველ ნივთს გააჩნია თავისი ღირებულება და მასში ფული უნდა გადავიხადოთ.

ასწავლეთ მოლაპარაკება. მაგალითად, მაღაზიაში წასვლის წინ შეთანხმდით, რომ იყიდით მხოლოდ ერთ სათამაშოს, თუმცა მისი არჩევა თავად ბავშვს შეეძლება.

5-7 წელი
მიაჩვიეთ ბავშვი დამოუკიდებელ შენაძენებს. ჯერ უფლება მიეცით თქვენი მეთვალყურეობით მივიდეს სალარომდე, შემდეგ ზუსტი თანხა მიეცით და მარტო გაგზავნეთ მაღაზიაში, საბოლოოდ კი მიეცით საყიდლების სია და კონკრეტული ბიუჯეტი.

ბავშვი მიაჩვიეთ ფულის დაგროვებას. მიეცით ყულაბა ხურდისთვის და დაადგინეთ მისი გამოყენების წესები. მაგალითად, ფულის აღება მხოლოდ თვეში ერთხელ შეიძლება.

7-10 წელი
რეგულარულად აგზავნეთ ბავშვი საყიდლებზე. ეს არამხოლოდ დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გრძნობას, არამედ საყიდლების სიის შედგენასა და ჩეკების შემოწმების უნარს განუვითარებს მას.

ასწავლეთ ჯიბის ფულის გამოყენება. თუ ნათესავებმა ან მეგობრებმა ბავშვს მცირე თანხა აჩუქეს, შეხედეთ, როგორ დახარჯავს მას. ყველაფერი შოკოლადებში დახარჯა? კიდევ უნდა იმუშაოთ მასთან ერთად და შეასწავლოთ ფულთან მოქცევის წესები.

11-14 წელი
დააწესეთ ჯიბის ფულის ბრუნვა. მაგალითად, შეთანხმდით, რომ კვირაში ის მიიღებს 20 ლარს. აქედან უნდა გამოყოს ტრანსპორტისა და სადილის თანხა, დანარჩენი კი თავისი შეხედულებით დახარჯოს.

15-18 წელი
მოუძებნეთ შემოსავლის წყარო. უფროს კლასებში ბავშვებმა უკვე უნდა მიიღონ დამოუკიდებელი შემოსავლის პირველი გამოცდილება. ეს საბოლოოდ ჩამოუყალიბებს წარმოდგენას ფულის ფასზე, ასევე ჩამოყალიბდება მომავალ პროფესიაზე.

ნუ ჩაერევით მის პირად ბიუჯეტში, თავად დახარჯოს ნაშოვნი ფული, ეს ზედმეტი გამოცდილება იქნება მისთვის და მომავალში გამოიყენებს.

წყარო: lifehacker.ru