onlain sesxebi - ყველა

განსაკუთრებული ტაქსი სხვადასხვა ქვეყნებში

1. ლონდონი, შავი ქები
ეს არის ჩვეულებრივი ტაქსისგან განსხვავებული მაღალი კლასის სერვისი. მხოლოდ განსაკუთრებულ ხაზებზე დადის, მის მძღოლს 2-3 წლიანი გამოცდილება სჭირდება ლიცენზიის მისაღებად. გამოცდისას საუკეთესოდ უნდა იცოდეს ქალაქის ქუჩები და არ უნდა იყენებდეს სხვადასხვა სანავიგაციო საშუალებას. შავი ქებით მგზავრობა დღისით 1 კმ 1$ დაგიჯდებათ, ღამით კი ეს ციფრი 3,5$-მდე იზრდება.

2. სინგაპური, რობოტაქსი
2016 წელს სინგაპურში გაჩნდა პირველი რობოტაქსი უპილოტო მართვის სისტემით. თავდაპირველად მისი მარშრუტი მოქცეული იყო კონკრეტულ ტერიტორიაში, თუმცა უკვე მზადდება განახლება "ჭკვიანი" ტაქსებით. თქვენ შეგიძლიატ ტელეფონის აპლიკაციიტ მარტივად გამოიძახოთ ტაქსი და უფასოდაც იმგზავროთ. ყველა მგზავრი ოდნავ შეშინებული მაგრამ კმაყოფილი რჩება.

3. ნიუ-იორკი, ყვითელი ტაქსი
ნიუ-იორკში ტაქსის დაჭერა ელემენტარულია: დგებით ტროტუარზე და ხელს წევთ. უფრო ძნელი გასაგებია, თუ რატომ არ გვაქცევს ზოგიერტი მძღოლი ყურადღებას და უბრალოდ ჩაგვივლის. ტაქსი შეიძლება დაკავებული იყოს ან არ მუშაობდეს, ამის გარკვევა მარტივადაა შესაძლებელი სახურავზე მდებარე მანათობელი სიგნალით. თუ ანთია - ტაქსი თავისუფალია, თუ ჩამქრალია, ესე იგი ის არ გაგიჩერებთ.

4. მიხასი, ვირი-ტაქსი
ვირი-ტაქსები ქალაქ მიხასის სიმბოლოა. ეს ცხოველი აქ არაჩვეულებრივი ტაქსის სახით მუშაობს, ტურისტები ვიწრო გზებზე გადაჰყავს. მატი პოპულარობა 50-იან წლებში ფერმერებმა აღმოაცინეს, ტურისტებს ძალიან იზიდავდათ ტრანსპორტის ეს არაჩვეულებრივი საშუალება, მათაც ბიზნესის განვითარება გადაწყვიტეს. ვირი-ტაქსით გასეირნება ქალაქში საშუალოდ 19$ დაგიჯდებათ.

წყარო: adme.ru