onlain sesxebi - ყველა

გამოცანა ჰომეროსს

გამოცანა ჰომეროსს

ლეგენდის თანახმად, ჰომეროსი ბავშვობაში უსახლკარო იყო და არ იცოდა სად დაიბადნენ ის და თავისი მშობლები. როცა ცნობილი გახდა, მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა გაეგო დაბადების ადგილის შესახებ. ის წავიდა ორაკულთან და ჰკითხა. ნათელმხილველმა ასე უპასუხა:

"კუნძული იოსი - დედაშენის მიწაა, ის შენ მკვდარს მიგიღებს, უფრთხილდი გამოცანებს, რომელთაც ბავშვები იგონებენ."

ხანდაზმულ ასაკში ჰომეროსი კუნძულ იოსის ნაპირს მიადგა და დაინახა როგორ ბრუნდებოდნენ მეთევზეთა შვილები ზღვიდან. პოეტმა ჰკითხა, რა დაიჭირეს, ბავშვებმა კი ასე უპასუხეს:

"რაც დავიჭირეთ - გადავაგდეთ, რაც არ დაგვიჭერია - ჩვენ წინ დგას."

ჰომეროსი ნელა მიაბიჯებდა, ცდილობდა ეს წინადადება გაეშიფრა, თუმცა უნებლიედ ფეხი ქვას წამოკრა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. ასე აღსრულდა ორაკულის წინასწარმეტყველება.

კითხვა: რა დაიჭირეს ბავშვებმა?

წყარო: i-fakt.ru