onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ეთიოპიის შესახებ

საინტერესო ფაქტები ეთიოპიის შესახებ

ეთიოპიას განსაკუთრებული კალენდარი აქვს. ის შედგება 13 თვისგან. პირველ 12 თვეში 30-30 დღეა მე-13 კი 5-6 დღეს იტევს ნაკიანობის მიხედვით.

ძირითადი რელიგია ეთიოპიაში ქრისტიანობაა, მოსახლეობის 60% სწორედ ამ სარწმუნოებისაა. ქრისტიანობა აქ IV საუკუნეში მიიღეს. ქვეყანაში გავრცელებულია ისლამი და იუდაიზმიც.

1993 წლამდე, სანამ ერიტრეა დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, ეთიოპიას ზღვაზე გასასვლელი ჰქონდა, ახლა კი ქვეყანა აფრიკის კონტინენტის შიგნით აღმოჩნდა.

თავად სახელი "ეთიოპია" ბერძნული წარმოშობისაა. პირდაპირი თარგმანით ეს ნიშნავს "დამწვარ სახეს". ამის შესახებ ჯერ კიდევ ჰომეროსი წერდა. ასე ბერძნები არამარტო მათ, არამედ აფრიკის მთელ მოსახელობას უწოდებდნენ. დღეს ეთიოპიაში 5000-ზე მეტი ბერძენი ცხოვრობს.

ამჰარული ენა ეთიოპიაში ოფიციალურის სტატუსს ატარებს, თუმცა მასზე მხოლოდ მოსახლეობის მეოთხედი საუბრობს. აქ 80-მდე მოქმედი ენაა.

რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის დიდი ბაბუა აბრამ განიბალი, ეთიოპელი თავადის შვილი იყო. 7 წლისას თურქებმა კონსტანტინოპოლში გაიტაცეს. რამდენიმე წელიწადში ბავშვი პეტრე I-ს საჩუქრად გადასცეს. მან დიდხანს იმსახურა რუსეთის ჯარში და მაღალ წოდებასაც მიაღწია. მის შვილთაშვილს ადის-აბებაში ძეგლიც კი უდგას.

დედამიწის ზურგზე ცხოველების 62 და მცენარეების ასამდე ჯიში მხოლოდ ეთიოპიაში გვხვდება.

ეთიოპიის ტერიტორიაზე მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილი დედამიწაზე - დანაკილის უდაბნო, სადაც ქვიშა 70 გრადუსამდე ხურდება.

წყარო: i-fakt.ru