onlain sesxebi - ყველა

რა უნდა ვიცოდეთ 40 წლამდე?

რა უნდა ვიცოდეთ 40 წლამდე?
1. იმუშავეთ იქ, სადაც მოგწონთ
ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისთვის, რომ კვირაში 40 საათი სამუშაოზე, სტრესულ, უკმაყოფილო მდგომარეობაში გაატაროთ. ფული მნიშვნელოვანია, თუმცა ბედნიერება მეტად მნიშვნელოვანია. დაფიქრდით იმაზე, რა მოგწონთ, რისი კეთება გიყვართ და საინტერესო საქმიტ დაკავდით.

2. გიყვარდეთ და მიიღეთ საკუთარი თავი
თქვენ დაიბადეთ განუმეორებელი და უნიკალური, ასეთადვე დარჩით. არაა საჭირო თავის გასამართლება, ეს მხოლოდ დაგტანჯავთ.

3. შეიგნეთ, რომ სიყვარული მარადიული არაა
სამწუხაროა, თუმცა ასეა. ყველაზე ახლო ურთიერთობაც კი შეიძლება შეიცვალოს, ქორწინება და მეგობრობა დაინგრეს, სიყვარული კი გაქრეს. თქვენ მუდამ იზრდებით, როგორც პიროვნება და თანდათან იცვლებით.

4. დააფასეთ მშობლები
ყველამ ვიცით, რომ არავინ ცხოვრობს მუდამ. თუმცა ნაწილი თვლის, რომ მშობლები ყოველთვის მათთან იქნებიან. აუცილებლად უთხარით მშობლებს რომ ისინი ძალიან გიყვართ, რადგან დადგება დრო, როცა ამას ვეღარ იტყვით.

5. დააგროვეთ ფული
ჩვევად აქციეთ ცოტაოდენი ფულის გადანახვა ხელფასიდან, პრემიიდან, ბონუსიდან, სხვადასხვა შემოსავლიდან. როცა საპენსიო ასაკს მიაღწევთ ამოსუნთქვის საშუალება გექნებათ.

6. ყველას ვერ ეყვარებით
ვერ მოაწონებთ თავს ყველას. ყოველთვის მოიძებნება ვინმე ისეთი, რომელსაც არ მოეწონებით ან შეეზიზღებით. ამიტომაც 1 წუთი არ დახარჯოთ მათი აზრის შესაცვლელად.

7. ჰკითხეთ საკუთარ თავს, გიყვართ თუ არა თქვენი ცხოვრება
ხანდახან ჩვენი ცხოვრება ჩვენი ტემპით მიდის, ხოლო ხანდახან ის ჩვენ გარშემო ბრუნავს. რეგულარულად ჰკითხეთ საკუთარ თავს, მოგწონთ თუ არა ის, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება, რას შეცვლიდით. ერთხელ ცხოვრობთ და ამის გაკეთება ნამდვილად აუცილებელია.

წყარო: lifehacker.ru
Регистрация