onlain sesxebi - ყველა

როგორ დავაგროვოთ ფული?

როგორ დავაგროვოთ ფული?
1. ავტოდაგროვება

ეს ყველაზე უბრალო ხერხია. უბრალოდ დააყენეთ ინტერნეტ ბანკში დაგროვებით ანგარიშზე ყოველთვიური გადარიცხვის ფუნქცია და დააკირდით როგორ გაიზრდება თქვენი დანაზოგი.

2. თანდათან გაზარდეთ დანაზოგი
დაიწყეთ მცირე თანხით, მაგალითად, ხელფასის 10%-ით. შენმდეგ ყოველ თვე 1 პროცენტით გაზარდეთ მაჩვენებელი.

3. შეინახეთ ხურდა
თუ უნდაღდო ფულის შენახვა გიჭირთ, სცადეთ ნაღდი. ყოველ საღამოს, როცა სახლში მოდიხართ ყულაბაში ჩაყარეთ ხურდა ან რამდენიმე კუპიურა. ასე ცოტაოდენს დაზოგავთ.

4. გააძნელეთ ფულთან წვდომა
თუ ფულს დამზოგველი ანგარიშიდან იღებთ, უმჯობესია მასთან წვდომა გაართულოთ. გახსენით ისეთი ანგარიში, საიდანაც ნაწილობრივად ვერ გამოიტანთ ფულს.

5. გამოიყენეთ ქეშბექი
ყოველი შენაძენისას ცოტაოდენი თანხა თქვენს ბარათზე დაბრუნდება. ყველაზე ხშირად ესაა გადახდილის 1-2% ან 30% სპეციალურ კატეგორიებში. ქეშბექიდან მიღებული თანხა დანაზოგში გადარიცხეთ.

6. დააგროვეთ ბონუსები
ყოველთვის, როცა ხელფასთან ერთად კიდევ მიიღებთ რაიმეს, მაშინვე დანაზოგში გაგზავნეთ. ეს შეიძლება იყოს პრემია ან გამომუშავებული დანამატი. ბევრს ამ ფულის დახარჯვა ტკბილ წვრილმანებზე სურს, თუმცა ასე ფულს ვერ დააგროვებთ.

წყარო: sravni.ru