onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ბამბუკზე

საინტერესო ფაქტები ბამბუკზეცნობილი ფაქტი - ბამბუკი ყველაზე მალმზარდი მცენარეა დედამიწაზე. ერთ საათში შეუძლია 2-3 სანტიმეტრით გაიზარდოს. თუმცა ეს მხოლოდ საშუალოდ.

ბიოლოგები ამტკიცებენ, რომ გარკვეულ პერიოდში საათის განმავლობაში მცენარე 1 მეტრითაც კი იზრდება.

ბამბუკს აქვს მტკიცე და ამავდროულად ძალიან მსუბუქი ხე, ამიტომაც ყოველთვის სახლების, ხიდებისა და სხვადასხვა ხელსაწყოების დასამზადებლად გამოიყენებოდა.

ჩინეთში ერთ-ერთი ხიდი ბამბუკისგან ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში აიგო და დღემდე გამოიყენება. ის მსოფლიოში ბამბუკის უძველესი ნაგებობაა.

სხვათა შორის, ტერმინი "ბამბუკის ხე" ძალიან ხშირად გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ ბამბუკი სინამდვილეში ბალახია.

ბამბუკისგან დამზადებულ ტანსაცმელში ულტრაიისფერი და სხვა მავნე სხივები 450-ჯერ ნაკლებად აღწევენ, ვიდრე ბამბისაში.

ბამბუკს შეუძლია დიდ ყინვას გაუძლოს და თავს ზღვის დონიდან 5000 მეტრზეც მშვენივრად გრძნობს, თუმცა სიცხეს ვერ იტანს.

თანამედროვე სამყაროში მზადდება ბამბუკისგან შემდგარი ნოუთბუქების კორპუსები, რომლებიც დავარდნისას არ ტყდება და უძლებს სტატიკურ ელექტრულ შოკს.

წყარო: i-fakt.ru