mome.ge

6 ნიშანი იმისა, რომ თანამშრომლებს სძულხართ

6 ნიშანი იმისა, რომ თანამშრომლებს სძულხართ1. კოლეგები არ გეხმარებიან
თუ ამჩნევთ, რომ ქვეშევრდომები არ ასრულებენ სამუშაოს ბოლომდე და მას თქვენ გიტოვებენ, მაშინ ეს შესაძლოა მიანიშნებდესს იმაზე, რომ ისინი უკმაყოფილონი არიან თქვენით. ისინი, ვისაც საკუთარი სამსახური უყვარს, უსიტყვოდ შემოგთავაზებდათ დახმარებას.

2. თავს ჭირივით გარიდებენ
ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოიკვეთოს, მაგრამ ყველაფერი მიდის იქამდე, რომ თქვენთან კონტაქტი მინიმიზებულია. თანამშრომლები თავს იკატუნებენ, თითქოს ავად არიან, მუშაობისას პირადი საქმეებით კავდებიან, უფრო დიდხანს ისვენებენ და ადრე მიდიან სახლში.

3. სიჩუმე
თუ კოლეგები არ გელაპარაკებიან, ესე იგი არ გენდობიან. ეს შეიძლება შეამჩნიოთ მიმოწერისას ან პირადი საუბრისას, როცა თანამოსაუბრე მოკლედ გპასუხობთ.

4. ჟესტები
თანამშრომლებმა შესაძლოა დაფარონ თავიანთი ზიზღი ხელმძღვანელისადმი, თუმცა მატ ჟესტები გასცემს. მაგალითად, ისინი თავს არიდებენ თვალებით კონტაქტს, არ იღიმიან, ხელებს აჯვარედინებენ, ნერვიულობენ და თქვენგან შორს დგომას ამჯობინებენ.

5. თქვენ მათ არ აფასებთ
ბოლოს როდის შეაქეთ ქვეშევრდომი კარგად შესრულებული სამუშაოსთვის? კვლევების თანახმად, მუშაკების 50% აგრძელებს მუშაობას, თუ სათანადო არიარებას მიირებს. აშშ-ში ამერიკელების 82%-მა განაცხადა, რომ სამუშაოზე ამ ყველაფრის ნაკლებობას განიცდიან.

6. იგნორირება
ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში თქვენ მიმართ ზიზღისა თქვენი იგნორირებაა. თანამშრომლები შეიძლება თავს არიდებდნენ ახალი დავალების შესრულებას, არ გესალმებოდნენ ან არ გაწვდიდნენ ინფორმაციას. ყოველი ასეთი მოქმედება უნდობლობაზე მიანიშნებს.

წყარო: sravni.ru
Регистрация