onlain sesxebi - ყველა

საინტერესო ფაქტები ბუმერანგზე

საინტერესო ფაქტები ბუმერანგზე
მიღებულია ვერსიაა, რომ ბუმერანგი ავსტრალიელმა აბორიგენებმა გამოიგონეს. თუმცა ეს მთლად სიმართლე არ არის. არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ წარსულში სხვა ერებიც იყენებდნენ ბუმერანგის მსგავს სასროლ იარაღს. მაგალითად, მესოპოტამიასა და ინდოეთში ბუმერანგს რამდენიმე ათასი წლის წინ იყენებდნენ.

ყველაზე გასაკვირია, რომ ასეთი იარაღი თანამედროვე ჰოლანდიის ტერიტორიაზეც კი აღმოაჩინეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ბუმერანგი 2000 წლის წინ იყო დამზადებული. თუმცა ჩვენს დროში ბუმერანგს სანადიროდ მხოლოდ ავსტრალიელი აბორიგენები იყენებენ.

სხვათა შორის, პროფესიონალის ხელში ბუმერანგი 200 მეტრის მანძილზე მომაკვდინებელ იარაღად იქცევა. აბორიგენები იყენებენ ორი სახის ბუმერანგს: ზოგი ბრუნდება, ზოგი კი არა. დაუბრუნებელი მეტად ძლიერად დაატყდება თავს მოწინააღმდეგეს.

ცნობილი კაპიტანი ჯეიმს კუკი აღმოსავლეთ ავსტრალიას 1770 წელს ეწვია. სწორედ აქ ნახეს პირველად ევროპელებმა ეს იარაღი და მისი სახელი "ბუ-მარ-რანგ", თუმცა ეს სახელი არაა გავრცელებული მთელ კონტინენტზე.

ჯეიმს კუკმა ბუმერანგი ინგლისში ჩამოიტანა. თავად რამდენიმე წელიწადში ჰავაის კუნძულებზე გარდაიცვალა, ბუმერანგი კი დღემდე შემოგვრჩა. 2008 წელს აუქციონზე 6000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

წყარო: i-fakt.ru