mome.ge

ფაქტები სატურნზე

ფაქტები სატურნზე პლანეტა სატურნს სახელი სოფლის მეურნეობის რომაული ღმერთის (Saturnus) პატივსაცემად ეწოდა. მას ასევე აქვს ალტერნატიული სახელი - კრონოსი (ბერძენი ღმერთი).

სატურნი მზის სისტემაში სიდიდით მეორე პლანეტაა, პირველ ადგილს იუპიტერი იკავებს. ის იმდენად დიდია, რომ მისი დანახვა პატარა ტელესკოპიდან შეიძლება.

სატურნი - გაზის გიგანტი, რომელსაც მზის სისტემაში ყველაზე დიდი ბეჭედი აქვს. ასევე მის გარშემო ბრუნავს 30-ზე მეტი მთვარე, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა დღემდე არაა დადგენილი.

ყველაზე დიდის სახელია "ტიტანი". ის პლუტონსა და მერკურზე დიდია.

სატურნი ძირითადად ჰელიუმისა და წყალბადისგან შედგება, ამიტომაც ის ძალიან განსხვავდება დედამიწისგან. ჩვენ გვაქვს მტკიცე ფუნდამენტი, თუმცა სატურნის 96% გაზისგან შედგება.

მისი დიამეტრი დაახლოებით 120000 კილომეტრია და დედამიწაზე 95-ჯერ მეტს იწონის. სატურნის ჩვეულებრივი დღე შეადგენს მხოლოდ 10 საათსა და 14 წუთს, მისი 1 წელი კი ჩვენს 30 წელს უდრის.

წყარო: i-fakt.ru
Регистрация